საჭირო მასალა: 1 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 0,5 კონა კამა, 3 ფენა ფილოს ცომი, 50 გ გამდნარი კარაქი, 4 ს.კ. ზეთი, 400 გ ყველი ფეტა, 2 ცალი კვერცხი, 1 კვერცხის გული, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: ღუმელი გავახუროთ 180 გრდუსზე. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ხახვი, ნიორი, კამისა და ოხრახუშის ფოთლები წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი და ნიორი. 2 წუთში დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი და ერთად მოვშუშოთ. დავუმატოთ გათქვეფილი კვერცხი, მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და ყველი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ფორმაში ჩავაფინოთ ფილოს ცომი და მოვასხათ ცოტა კარაქი, დავადოთ შემდეგი ფენა და ისევ მოვასხათ კარაქი. მესამე ფენის ზემოდან გადავანაწილოთ მომზადებული გულსართი, მოვასხათ დარჩენილი კარაქი და ზემოდან გადმოვუკეცოთ ნაპირები ისე, რომ ზედაპირი დაიფაროს. ცომის გამოკეცილ ნაპირებს წავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი