Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული ხახვის წვნიანის ორიგინალური რეცეპტი

საჭირო მასალა: 5 დიდი თავი თეთრი ხახვი, 100 გ კარაქი, 1,5 ჩ.კ. შავი პილპილი, 2 ს.კ. პაპრიკა, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 3/4 ჭიქა ფქვილი, 2 ლ საქონლის ბულიონი, 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 50 გ ყველი გრუიერი  (შეიძლება შეიცვალოს მსგავსი ტიპის სხვა ყველით), 1 ცალი ფრანგული ბაგეტი, ზეითუნის ზეთი – საჭიროებისამებრ, პარმეზანი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა. სქელძირიან ქვაბში გავადნოთ კარაქი და დაბალ ტემპერატურაზე მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ მარილი, პილპილი, პაპრიკა და დაფნის ფოთლები. 2-3 წუთში დავასხათ ბულიონის უმეტესი ნაწილი. დარჩენილ ბულიონში გავხსნათ ფქვილი და დავუმატოთ ქვაბში, თან ვურიოთ. დავასხათ ღვინო და 2 საათის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. წვნიანი რამდენიმე საათით შევდგათ მაცივარში. როცა გაცივდება, გამოვიღოთ მაცივრიდან. პარალელურად, საშუალო ტემპერატურაზე გავახუროთ ღუმელი. პური დავჭრათ, წავუსვათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში გავხუხოთ. წვნიანი შევათბოთ. ზემოდან დავაწყოთ პურის ნაჭრები და იმდენი ყველი მოვაყაროთ, რომ ფენა გაიკეთოს. ქვაბი 3-5 წუთით შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ყველი არ დადნება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული