Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ღვინის გზას" 60-ზე მეტი ობიექტი ემატება

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტ „ღვინის გზის“ მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო. ღვინის საინფორმაციო ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან მოიპოვა სატენდერო დოკუმენტაცია, სადაც მოცემულია ინფორმაცია როგორც საკუთრივ პროექტის, ასევე მასში ჩართული მარნების შესახებ. 

პროექტი ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ის ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ღვინის გზაში 2012 წელს ჩართული ენოტურისტული ობიექტების კვლევას და საჭიროების შემთხვევაში, მათ ხელახალ ინვენტარიზაციას, მეორე მხრივ, ახალი ობიექტების ადგილმდებარეობის შესწავლას. მეორე ეტაპზე განისაზღვრება ობიექტებამდე მისასვლელი მარშრუტები, რომლებიც აისახება ღვინის გზის ახალ რუკაზე; თითოეულ მარშრუტზე დაიდგმება მანიშნებლების საჭირო რაოდენობა. 

პროექტი „ღვინის გზა“ პირველად 2012 წელს განხორციელდა, თუმცა მას შემდეგ საქართველოში ბევრი ახალი მარანი და სხვადასხვა დანიშნულების ენოტურისტული ობიექტი გაიხსნა. ამდენად, პროექტი განახლებას საჭიროებდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ღვინის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში 2015 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ UNWTO-ს ღვინის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩატარდება, სხვა პროექტებთან ერთად, ითვალისწინებს „ღვინის გზის“ გაგრძელებასაც. 

როგორც ჩანს, პროექტის მიზანი არ არის ღვინის გზისთვის მხოლოდ  ახალი მარნების დამატება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2012 წელს მარკირებული „ღვინის გზა“ მანიშნებლების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ობიექტების მიგნებისას ტურისტებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. ამჯერად პროექტი ღვინის მარშრუტებზე მანიშნებლების გაცილებით დიდი რაოდენობით დამონტაჟებას ითვალისწინებს, რაც გაამარტივებს მარნების მიგნებადობას. პროექტი, მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 70 კალენდარულ დღეში დასრულდება. 

2012 წელს ღვინის გზის პროექტში ჩაერთო 53 ენოტურისტული ობიექტი. წელს მათ რიცხვს, დაახლოებით, 60-70 ახალი დანიშნულების ადგილი დაემატება. ღვინის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა მარნების შერჩევის კრიტერიუმებით. უახლოეს მომავალში ამ საკითხებს კიდევ ერთხელ დავუთმობთ ყურადღებას. 

ღვინის გზა 2012-ის ობიექტები
1.    კორპორაცია ქინძმარაული
2.    შატო მუხრანი
3.    შუხმანის ღვინოები
4.    შატო თელავი
5.    თელავის მარანი
6.    ღვინის კომპანია „შუმი“
7.    ენისელი-ბაგრატიონის მარანი
8.    ბადაგონი
9.    თელიანი ველი
10.    კახური
11.    GWS
12.    მეღვინეობა ხარება (იმერეთი)
13.    ალექსანდრეული
14.    აჭარული ღვინის სახლი
15.    ქინძმარაულის მარანი
16.    მარანი ჩელთი
17.    ღვინის სახლი „გურჯაანი“
18.    კახური ეზო
19.    პაპა ზურაბოს მარანი
20.    წინანდლის ედემი
21.    მარანი მუზეუმი „ნუმისი“
22.    პეტრიაშვილის მარანი
23.    ტყუპების საღვინე სახლი
24.    შატო მერე
25.    შალოშვილის მარანი
26.    ველისციხის ვერანდა
27.    ხოხბის ცრემლების მარანი
28.    გოდერძი გონაშვილის მარანი
29.    შავნაბადას მონასტრის მარანი
30.    იაგოს მარანი
31.    გიორგი ბარისაშვილის მარანი
32.    გოგი დვალიშვილის მარანი
33.    ატენის დედათა მონასტრის მარანი
34.    მიტრას მარანი
35.    გია მერებაშვილის მარანი
36.    არჩილ გუნიავას მარანი
37.    სიმონ ჩხეიძის მარანი
38.    ზურაბ ღვალაძის მარანი
39.    სალხინოს დადიანების მარანი
40.    ზურაბ თოფურიძის მარანი
41.    თეიმურაზ შარაშიძის მარანი
42.    ლადო შავიშვილის მარანი
43.    შერვაშიძეების მარანი
44.    გოგი მარგველიძის მარანი
45.    ოთარ თვარაძის მარანი
46.    გიორბელიძეების მარანი
47.    ხოხბის ცრემლების მარანი (ერთგან ტიპააბია, მეორეგან - სიღნაღი)
48.    ალავერდის მონასტრის მარანი
49.    მეღვინეობა ხარება (გვირაბი)
50.    ოჟიოს მარანი
51.    ნატროშვილების მარანი
52.    ლომიძეების მეღვინეობა

 

2015 წელს „ღვინის გზას“ დაემატება შემდეგი ობიექტები:

1.    თბილღვინო
2.    ალავერდი
3.    წინანდლის ძველი მარანი
4.    ბესინი 
5.    ჭანდარი
6.    კახური ტრადიციული მეღვინეობა
7.    დუგლაძეების ღვინის კომპანია
8.    მარანი მეიდანზე
9.    ღვინის სამყარო
10.    სარჩო
11.    ალექს ფიცხელაური
12.    ნოდარ პირადაშვილი
13.    სოლიკო ცაიშვილი
14.    ანზორ ოდოიძე
15.    ალექსანდრე პაპოშვილი
16.    გიორგი ინჯგია
17.    გოგა ნატროშვილი
18.    გურამ ანდრონიკაშვილი
19.    სიმონ რუაძე
20.    დოდო ბაწილაშვილი
21.    ირინა ტურაშვილი
22.    ლუკა ყეინოშვილი
23.    გიორგი შოშიაშვილი
24.    კახა ბერიშვილი
25.    პაატა ლაჩაშვილი
26.    ნოდარ ბაღაშვილი
27.    თემი
28.    ატენის ძველი მარანი
29.    ქართული ღვინის პალატა
30.    მარანი ველდორანი
31.    სანდუნი
32.    ავთანდილ აბულაძის ძველი მარანი
33.    ღვინის მარანი
34.    კეროვანი
35.    რატის საოჯახო მარანი
36.    შატო ზეგაანი
37.    კახური ღვინის მარანი
38.    მანაველი
39.    დიღმის მარანი
40.    გურამიშვილის მარანი
41.    ნური სირბილაძე
42.    მალხაზ გორგილაძე
43.    დავით ნიქაბაძე
44.    დიდიმ მაღლაკელიძე
45.    რატი არშილავა
46.    ნიკოლაძეს მარანი
47.    ვიტა ვინეა
48.    შალვინო
49.    ლაგვინარი
50.    ჩვენი ღვინო
51.    შატო ზეგაანი
52.    სიმონაი ზაოტი
53.    შალაური
54.    საწნახელი
55.    საგვარეულო მარანი
56.    ნიკას მარანი
57.    დიმიტრის ღვინის სახლი
58.    ბაბანეური
59.    ხვანჭკარა
60.    გორდეზიანი
61.    ელგუჯა ბენდელიანი
62.    დასაბამი
63.    სარაჯიშვილი 
64.    იკანო

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



მოგესალმებით, მე გახლავართ სასტუმრო "მარანი"-ს მეპატრონე ქალაქ ბათუმში გიორგი გრწყინვალეს 24, www.hotelmarani.ge მაქვს საკუთარი ვენახი კახეთსა და მაღალმთიან აჭარაში, ვაწარმოებ ნატურალურ ღვინოებს როგორც აღმოსავლურ ასევე დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებისგან {ძირითადა ქვევრებში),სამ წელზე მეტია სასტუმრო "მარანში" ვატარებ ღვინის დეგუსტაციებ ტურისტებისათვის. მაქვს სადეგუსტაციო დარბაზი ასევე მიწისქვეშა მარანი, ფოტო და ვიდეო მასალები არის სასტუმროს საიტზე. სურვილი მაქვს ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა მოინახულონ ჩემი მარანი და დააგემოვნონ ჩემს მიერ დაყენებული ღვინოები. რა არის საჭირო იმისათვის რომ ამ ჩამონათვალში მოხვდეს ჩემი მარანიც. გთხოვთ დამიკავშირდეთ, 599 18 23 40 პატივისცემით ვაჟა დავითაძე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.