Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფილოს სიგარეტები ფეტას კრემითა და პიტნის პესტოთი

საჭირო მასალა: 30 გ კანგაცლილი ნუში, 4 ღერი პიტნა, 1 პატარა კონა ქინძი, 1 კბილი ნიორი, 16 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ პამიდორი, 1 თავი წითელი ხახვი, 4 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 1 ტოტი როზმარინი, 1 ცალი ლიმონი, 200 გ ყველი ფეტა, 1 ს.კ. თაფლი, 250 გ ფილოს ცომი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: მოვამზადოთ პიტნის პესტო: ნუში მოვხალოთ, მწვანილი გავრეცხოთ. ნიორი, ნუში, მწვანილი და ზეთი ავთქვიფოთ ბლენდერში, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. პამიდორი  გავრეცხოთ. ხახვი და პამიდორი მსხვილად დავჭრათ. 2 ს.კ. ზეთი, ძმარი, მარილი და წიწაკა ავურიოთ  და დაჭრილ ბოსტნეულს მოვასხათ. წვრილად დავჭრათ როზმარინი. ლიმონი გავწუროთ და ცედრა მოვახეხოთ. ყველი დავფხვნათ, შევურიოთ თაფლი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, ცედრა და როზმარინი. 2 ფენა ფილოს ცომი ერთმანეთზე დავდოთ და 4 სამკუთხედად გავჭრათ. ზედ მოვათავსოთ ყველის გულსართი და ერთი კუთხიდან სიგარეტივით გადავახვიოთ. სიგარეტები ზეთში შევწვათ, სუფრაზე პესტოსა და სალათასთან ერთად მივიტანოთ.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული