გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი, 2010 - 18:13
საჭირო მასალა: 1კგ ბადრიჯანი, 1კგ პომიდორი, 1 თავი ხახვი, 600გ ყველი “მოცარელა” ან სულგუნი, 1 კონა რეჰანი, 120 მლ ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. მზესუმზირა, 2 კბილი ნიორი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით, რაფინირებული ზეთი – ბადრიჯნის შესაწვავად.
მომზადება: ნიორი, მზესუმზირა და რეჰანი დავაქუცმაცოთ ან დავნაყოთ, შევურიოთ ზეითუნი ზეთი. ბადრიჯანი გრძელ თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და 20 წუთის შემდეგ გავწუროთ, შემდეგ კი შევწვათ ზეთში. შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები მოვათავსოთ საშრობ ქაღალდზე. ბადრიჯნის შენამწვავ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კანგაცლილი, დაჭყლეტილი პომიდორი. პომიდორი წვენს რომ დაიშრობს, დავამატოთ მარილი და წიწაკა. მაღალ გვერდებიან ოთხკუთხა ფორმაში ჩავფინოთ ფოლგა ისე, რომ გვერდებზე გადმოვიდეს. ფოლგაჩაფენილი ფორმის ძირზე და გვერდებზე დავაწყოთ ბადრიჯნის ნაჭრები ერთ ფენად, ზედ მოვათავსოთ მოშუშული პომიდორი, თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრები, მერე კვლავ ბადრიჯანი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლოს დავაფინოთ კვლავ ბადრიჯნის ნაჭრები და დავაფაროთ ფოლგა. ზემოდან მოვათავსოთ სიმძიმე, მაგ. ქვა-სანაყის ქვა და შევდგათ მაცივარში 24 საათით.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
თქვენი კომენტარი