საჭირო მასალა: 19 გ ნედლი ჯანჯაფილი, 0,5 ცალი ცხარე, წითელი წიწაკა, 1 კონა ქინძი, 2 ს.კ. მოხალული, მარილიანი მიწის თხილი, 10 ცალი მოზრდილი, გასუფთავებული კრევეტი, 200 გ ატრია, 3 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. თხევადი თაფლი, 200 მლ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, 1 ს.კ. სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: დიდ ქვაბში ავადუღოთ წყალი. ჯანჯაფილი გავფცქვნათ და გავხეხოთ. 4 ღერი ქინძი და წიწაკა დავკეპოთ. მოხალული მიწის თხილი მსხვილად დავფქვათ. ატრია ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით მოვხარშოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავაწყოთ კრევეტები და 3 წუთის განმავლობაში შევწვათ. დავუმატოთ მარილი, ჯანჯაფილი, წიწაკა და ქინძი. 1 წუთში დავუმატოთ თაფლი და ფორთოხლის წვენი. როდესაც ადუღდება, დავასხათ სოიის სოუსი და მოვაყაროთ მარილი. მოხარშულ ატრიას ავურიოთ კრევეტები და მოვაყაროთ მიწის თხილი. მოვრთოთ ქინძის ფოთლებით.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი