Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალათი ნეტარება

პროდუქტები: 300 გრ.კრევეტები; 400 გრ. მოხარშული საქონლის ენა (ქათმის ხორცით შეცვლა შესაძლებელია); 500 გრ. სიომგა (ნაკლებ მარილიანი0; 1 ცალი ავოკადო; 1 კონა სალათის ფურცლები; 150 გრ. რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი; 2 ცალი კარტოფილი; გემოვნებით შესაძლებელია დაემატოს გრეიპფრუტის ნაჭრები.

საწებელი: 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი; 2 ს.კ. ძმარი; 2 ს.კ. ლიმონის წვენი; 2 ს.კ. სოიოს სოუსი; 1 ჩ.კ.შაქარი; პილპილი, მარილი.

მომზადება: გავფრცქვნათ კარტოფილი, ჩხირებივით დავჭრათ და შევწვათ ფრიტიურში, ამოვიღოთ ზეთიდან და მოვაყაროთ ოდნავ მარილი. დავჭრათ კუბებად დამარილებული ორაგული, ავოკადო, ხორცი, თუ დიდი კრევეტებია, ორად გავჭრათ, თუ არა - მთელები ვიხმაროთ. სალათის ფოთლები მსხვილად დავჭრათ. მოვათავსოთ ეს ინგრიდიენტები სალათის ჭურჭელში, კარტოფილის გარდა. მოვასხათ საწებელი: გავთქვიფოთ კარგად ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, ლიმნის წვენი, ძმარი, შაქარი, პილპილი და მარილი. ამოვურიოთ ფრთხილად და ზემოდან მოვათავსოთ შემწვარი კარტოფილი.

© ქეთი ადეიშვილი, ნინო ფანჯაკიძე/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული