გამოქვეყნებულია: 27 მაისი, 2013 - 23:43
საჭირო მასალა: 0.5 კგ კრევეტები, 3 პამიდორი, 2 ბულგარული წიწაკა, 200 გ ქამა სოკო, 200 გ რბილი სახეობის ყველი, მარილი, პილპილი, ზეთი - შესაწვავად.
მომზადება: წიწაკა დავჭრათ წვრილად, პამიდორს გავაცალოთ კანი, დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, გავუწყოთ მარილი, პილპილი და თავდახურულ ჭურჭელში ვშუშოთ 15-20 წუთი. თიხის პატარა ჯამებს შიგნიდან მოვუსვათ ცხიმი, ძირზე დავაწყოთ კრევეტები, შემდეგ მოშუშული ბოსტნეული და სოკო მოვაყაროთ. ზემოდან მოვახეხოთ ყველი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი