Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი პამიდვრისა და კამის სოუსში

საჭირო მასალა: 800 გ პამიდორი, 3 ს.კ. ზეთი, 1-2 ჩ.კ. შაქარი, 4 ს.კ. წყალი, 200 გ. კამა, 2 ცალი ცხარე წიწაკა, 800 გ. თევზის ფილე (მაგ. ვირთევზა, ქორჭილა და სხვა), 2 კონა ოხრახუში, 1-2 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: პამიდორი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, წყალი და 15 წუთი ვადუღოთ. წიწაკა და კამა წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მოშUშულ პამიდორს. თევზის ნაჭრები  შევამშრალოთ, მოვათავსოთ ფორმაში, მოვაყაროთ მარილი, თითოეულ ნაჭერს დავადოთ თითო ღერი ოხრახუში, გადავახვიოთ და შევკრათ საკონდიტრო ძაფით ან გავუყაროთ ხის ჩხირები. თევზს ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ კარგად გახურებულ ღუმელში. შემწვარი თევზი მოვათავსოთ პამიდვრის სოუსში და 15 წუთის განმავლობაში ვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ბოლოს კიდევ ერთხელ გავუწყოთ მარილი და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში..

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.