Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ღორის რულეტი ხმელთაშუაზღვისპირულად

საჭირო მასალა: 70 გ შავი ზეთისხილი, 50 გ პამიდვრის ჩირი, 150 გ ნიახურის ღერები, 4 ცალი სალბის ფოთოლი, 1 კგ ღორის რბილი ხორცი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 200 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 300 მლ ხორცის ბულიონი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ზეთისხილი, პამიდვრის ჩირი, ნიახური და სალბი წვრილად დავჭრათ და ავურიოთ. ხორცს დავაფინოთ ცელოფანი და დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცის ფენაზე მოვათავსოთ გულსართის 2/3 ნაწილი, გადავახვიოთ და კულინარიული ძაფით შევკრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ მოვათავსოთ რულეტი და ყველა მხრიდან შევბრაწოთ, დავასხათ ღვინო და დავუმატოთ დარჩენილი გულსართი. ტაფა შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით. შიგადაშიგ ხორცს მისივე წვენი მოვასხათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.