Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების გაყიდვების სტატისტიკა 2022

8000 მოსავალი” თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღვინის მაღაზია/ბარია. მაღაზია 5  წელია არსებობს და დღემდე მომხმარებლისთვის ხარისხიანი ღვინის მრავალფეროვან არჩევანთან ასოცირდება. რახან “8000 მოსავალი” საქართველოს მეღვინეობის საკმაოდ დიდ ნაწილთან თანამშრომლობს და მოიცავს ყველა რეგიონს, ტექნოლოგიასა თუ ტიპს, 2022 სტატისტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ქართული ღვინის სტილისა და კატეგორიების პოპულარობაზეც გარკვეულ წარმოდგენებს იძლევა. 

2022 წლის პირველი 12 თვის გაყიდული ღვინოების მონაცემებით ყველაზე მეტად იყიდება კახური ღვინო (74,26%), შემდეგ მოდის იმერეთი 8%-ით, შიდა ქართლი 6,75%-ით, ლეჩხუმი 5,36%-ითა და რაჭა 2,96%-ით. სამეგრელოდან გაყიდული ღვინოების პროცენტული წილი 1,37-ია, შემდეგ კი ქვემო ქართლია, აჭარა, გურია და სამცხე-ჩავახეთი, ყველა 1%-მდე მაჩვენებლებით. 

გაყიდული ღვინის უმრავლესობა საფერავია (16%), შემდეგ მოდის ბლენდი 12,36%, ქისი 11%, რქაწითელი კი 8,80%-ით. როგორ ჩანს, ქინძმარაული და კახური მწვანე თანაბარი რაოდენობით იყიდება (6%), ხიხვი და წინანდალი კი 3%-ით.  ხვანჭკარას, ცქრიალას, თავკვერსა და ოჯალეშს დაახლოებით 1,5%-იანი წილი უჭირავს. როგორც ვხედავთ, გაყიდული რაოდენობის ნახევარზე მეტი კლასიკური ტექნოლოგიით (უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში) დაყენებული ღვინოებია (54%) , შემდეგ მოდის ქვევრი 35%-ით. მათ შემდეგ კი პოპულარულია კლასიკური/კასრი (3,75%), შემდეგ ცქრიალა. დაახლოებით 1,5% პეტნატების და ქვევრი/კასრის პროცენტული წილია.

მომხმარებელს ყველაზე მეტად მშრალი ტიპის ღვინო მოსწონს (76%), შემდეგ ნახ. ტკბილი (18,38%), ნახ. მშრალი 4% და ტკბილი 1,4%. თეთრი და წითელი ღვინო “8000 მოსავალში” თანაბრად იყიდება, ორივე 35% მაჩვენებლითაა. ქარვისფერი ღვინოც საკმაოდ ხშირად გაყიდვადია (24,61%), ვარდისფერს კი ამ სამ კატეგორიაზე ნაკლებად ხშირად ყიდულობენ (5%). 

თეთრი ღვინის გაყიდვების შემთხვევაში უმეტესობა კახურია, შემდეგ იმერული და ლეჩხუმური ღვინოები მოდის, ყველაზე მეტად კი, როგორც საერთო მონაცემებშიც ვახსენეთ, კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული თეთრი ღვინითაა დაინტერესებული მომხმარებელი (89,37%), შემდეგ ცქრიალათი და პეტნატით. უმეტესობა მშრალი იყიდება (71,59%), შემდეგ კი ნახევრად ტკბილი (20.91%).

ქარვისფერი ღვინის შემთხვევაში უფრო მეტად ქისს (30%), შემდეგ კი რქაწითელს (24,23%) მიირთმევენ. ამის შემდეგაა ბლენდი და ხიხვი თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით (9,5-9,6) და კახური მწვანე. ჩინური, ცოლიკაური და კრახუნა დაახლოებით მსგავსი რაოდენობით იყიდება (3,5-4,5%). აქაც, ისევე როგორც წითელისა და თეთრის შემთხვევაში, უმეტესობა კახურს მიირთმევს. კლასიკური ტექნოლოგიის წითელი ღვინის გაყიდვები 55%-ია, ქვევრის -  34%. აქაც, უფრო მეტად მშრალი წითლით ინტერესდებიან, ვიდრე ნახევრად ტკბილით. 

ვარდისფერი ღვინოების 5,18%-იდან 28%-ია საფერავი, 22% ბლენდი, ცქრიალა 11%, ხოლო თავკვერი 8,5%. შემდეგ მოდის პინო ნუარი, რქაწითელი, ჩხავერი და კაბერნე. 

ყველაზე პოპულარული ბლენდი რქაწითლისა და კახური მწვანის ნაზავია (14,13%), შემდეგ ციცქა-ცოლიკაურის (10,58%), მესამე ადგილასაა ქისი-კახური მწვანე. ბლენდების სრულ მონაცემებს ზემოთ გაეცნობით. როგორც ჩანს, მთლიანობაში ყველაზე დიდი პოპულარობით კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები სარგებლობს, თუმცა ბლენდებში ყველაზე პოპულარული თეთრი ღვინოა (67%), ყველაზე ხშირად კი სხვადასხვა ჯიშის ნაზავის შემთხვევაში მშრალ ღვინოს ირჩევენ (93%). აქაც, ისევე, როგორც ყველა ტიპის ღვინოში, კახურია ყველაზე პოპულარული (64%), შემდეგ კი იმერული და შიდა ქართლის ღვინოები.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული