Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხელშეკრულების გაფორმება ქართული ღვინით აღნიშნეს

აშშ-ისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა რესპუბლიკაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შეთანხმების ხელმოწერა ქართული ღვინის დალევით აღნიშნეს. ამის შესახებ პოლონური გაზეთი Ziennik -ი იუწყება.

ღვინო სადილზე მიართვეს, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ესწრებოდნენ. გაზეთის განცხადებით ისინი 2005 წლის მოსავლის "კახურ სამეფოს" სვამდნენ ("ქინძმარაულის მარანი").

პოლონეთის მხარე აცხადებს, რომ ამ ღვინის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთებით რუსეთის გაღიზიანება არ სურდა. პოლონეთის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, რიჩარდ შნეპფის განცხადებით, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ქართული ღვინო არასდროს გაუსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს, ვარშავაში პოლონეთმა და აშშ_მ პოლონეთში ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტების განლაგების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პოლონური მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ, ხოლო აშშ-დან ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც ვარშავაში ბრიუსელიდან სპეციალურად ამ ფაქტის გამო ჩავიდა.
ხელმოწერის შემდეგ დოკუმეტი რატიფიცირებისთვის პოლონეთის პარლამენტს გადაეცემა, ხოლო შემდგიომ მას ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი დაამტკიცებს.
ხელშეკრულების თანახმად აშშ მიიღებს უფლებას პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებისთვის ათი ბაზა ააშენოს.
ბაზების მშენებლობა წელსვე დაიწყება და 2014-16 წლებისთვის დასრულდება.
ბაზების მშენებლობის სანაცლოდ აშშ პოლონეთს 96 რაკეტა Pატრიოტ-2-ს მიაწვდის, რომელსაც თავად აშშ-ის სპეციალისტები მოემსახურებიან.
"ჯი-ეიჩ-ენი"
 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული