Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე?

სალომე აფხაზიშვილი

“მობრძანდით გეთაყვა, პროდუქციის შემოტანის პირობები თქვენთვის უკვე ცნობილია”- ამ გაცხადებით ქართული ღვინის კომპანიებს რუსეთის საინტარული სამსახურის - “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა, ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა მაშინ ონიშჩენკოს ამგვარ მიპატიჟებას არც ქართველი ბიზნესმენები და არც საქართველოს მთავრობა სერიზულად არ აღიქვამდა. კომპანიების დამფუძნებლები უარყოფდნენ ონიშჩენკოს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ბაზარზე დაბრუნების თხოვნით რუსეთის სანიტარულ უწყებას, შვიდმა ქართულმა კომპანიამ მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა კი, ონიშჩენკოც და მთლიანად რუსეთის ხელისუფლებაც “ტყუილების დიდოსტატებად” მოიხსენია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ქართული ღვინის შეტანა 2006 წელს აიკრძალა. რუსეთის სანიტარული სამსახურის ოფიციალური დასკვნის თანახმად, ქართული მხრიდან სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმები დაირღვა, რის გამოც რუსული ემბარგო ქართულ მინერალურ წყლებს „ბორჯომს“ და „ნაბეღლავს“ და ასევე, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციას შეეხო.

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვის გამო, ემბარგოს მოხსნის შესაძლებლობებზე საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში,ნაკლებად საუბრობდნენ, თუ არ ჩავთვლით ქართული ოპოზიციის მიერ რამდენჯერმე გაჟღერებულ ინიციატივას რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ, რაც დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებასთან ერთად, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებასაც გულისხმობდა. ამ ინიციატივების განხორციელების გზები ოპოზიციურ წრეებში რეალობას მას შემდეგ მიუახლოვდა, როდესაც მათ სათავეში ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ჩაუდგნენ. ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაშიც ჟღერდა. კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგკი,ეს თემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად იქცა.

საქართველოს ახალი მთავრობის რეალურ ინიციატივებსა და აქტიურ ქმედებებს გულგრილად, არც ონიშჩენკოს უწყება შეხვედრია. პროდუქციის სათანადო შემოწმების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის მზადყოფნა ონიშჩენკოსთან ერთად, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმაც გამოთქვა.

ოფიცალური მიმართვა-განცხადებების შემდეგ, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მედიასაუალებებით უხვად ვრცელდებოდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ საკითხის შემდგომ ეტაპზე გადასვლის, ანუ უშუალოდ მოლაპარაკებებისა და სხვა ძირითადი პროცესების დაწყების ინიციატივა გამოთქვა. სწორედ ამ თემას შეეხო26 დეკემბერს “ექსპოჯორჯიაში” გამართული შეხვედრა ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში - ზურაბ აბაშიძე დაესწრნენ.

დახურული შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან თავად ისაუბრა:

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე იყო სხვადსხვა შემოთავაზებები, რომ ჩვენ ჩამოვალთ, თქვენ ჩამოდით და ა.შ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ და ვთხოვეთ ბატონ ზურაბს, მისი ახლადშექმნილი არხის საშუალბით, დავგეგმოთ შეხვედრა რუსულ მხარესთან, კერძოდ ბატონ ონიშჩენკოსთან, სადაც წარმოდგენილი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო, ასევე ბიზნესი, ასოციაციის ფორმით, შესაძლებელია გამგეობის წევრები და უკვე კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. მოგეხსენებათ, რომ განცხადებების დონეზე უკვე გამოითქვა, რომ პოლიტიკურად ეს პრობლემა მოგვარებულია. ახლა, საჭიროა ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და თამაშის წესების განსაზღვრა”.

კომპანიების წარმომადგენლები “ესპო-ჯორჯიაში” გამართულ შეხვედრას, ისევე როგორც სამომავლო შეხევდრის იდეას,დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ ქართულ ღვინო მზადაა იმისთვის, რომ რუსულ ბაზარზე ღირსეულად დაბრუნდეს:

“ნამდვილად მისაღები შემოთავაზებაა. რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის ხელსაყრელი ადგილია, პირველ რიგში იმიტომ,რომ ამ ბაზარზე ძალიან მაღალი ცნობადობა და მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა ჩატარდა, იმიტომ,რომ როდესაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ შეჯერებული პოზიცია არსებობს და ჩვენ ერთმანეთის მოსაზრებებისა და გეგმების შესახებ ვისმენთ, ეს ნამდვილად მისასალმებელია. მე ჩემი კოლეგების სახელითაც ვიტყვი, რომ ასეთი შეხვდრები აუცილებელია, რადგანაც ის ტექნიკური დეტალები, რაც აუცილებლად დადგება დღის წესრიგში რუსეთის ბაზრის გახსნისთანავე, აუცილებლად უნდა შეჯერდეს ბიზნესსა და მთავრობა შორის”,-  აღნიშნა “ქინძმარაულის მარნის” დირექტორმა - დიმიტრი ლებანიძემ რადიო “ცხელ შოკოლადთან” საუბარში.

მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები ახალი წლის დღეების დასრულებისთანავე დაიწყება. დაგეგმილი შეხვედრა კი მოსკოვში, ან თბილისში გაიმართება და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის ასოციაციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, რამდენიმე ქართული კომპანიაც დაესწრება. დავით კირვალიძემ ისიც აღნიშნა, რომ მას სურს ამ შეხვედრას ექსპორტ-იმპორტის სააგენტოც დაესწროს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომავალი წლიდან შეიქმნება.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.