Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოცნება თბილისურ ვენახებზე

მალხაზ ხარბედია

თბი­ლი­სი უკ­ვე საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია ტუ­რის­ტე­ბით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი ნაკ­ლია მა­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ ნაკ­ლთა შო­რის წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებ­ზეა ღვი­ნის ტუ­რიზ­მი, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცო­ტა რამ კეთ­დე­ბა.

ყვე­ლა, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც უმას­პინ­ძლია ღვი­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუმ­რის­თვის, შე­ამ­ჩნევ­და, რომ რეს­ტორ­ნის გარ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში ღვი­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი სხვა აქ­ტი­ვო­ბა არ არ­სე­ბობს. არ არის ღვი­ნის კა­ფე­ე­ბი, არც მცი­რე მარ­ნე­ბია, სა­დაც სტუ­მარს მი­იყ­ვან­დი და, მით უმე­ტეს, არც ვე­ნა­ხე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­ში. არა­და, ამ სა­კით­ხის მოგ­ვა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს და მიმ­ზიდ­ველს გახ­დი­და ქა­ლაქს, მით უმე­ტეს, თუ­კი კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, თბი­ლი­სი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ულ ქა­ლა­ქა­დაც კი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ჩინ­დეს.

სა­ქარ­თვე­ლო ვა­ზის სამ­შობ­ლოა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვა­ზი­სა და ღვი­ნის ტრა­დი­ცი­აც უწ­ყვე­ტად მო­დი­ო­და ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე. ამი­ტო­მაც, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ ჯერ ძვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქი მცხე­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ქვეყ­ნის ახა­ლი დე­და­ქა­ლა­ქი მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბას­თან. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს, ჩვენს ქა­ლაქ­ში ვა­ზი­სა და ღვი­ნის კვა­ლი ისე­თი ცხა­დი აღა­რაა, რო­გორც თუნ­დაც 2 სა­უ­კუ­ნის წინ იყო.

აქ უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან იყო ვე­ნა­ხე­ბი გა­შე­ნე­ბუ­ლი, ად­რე შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში კი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თურ­მე ქვევ­რებ­საც აწარ­მო­ებ­დნენ, რაც, რა თქმა უნ­და, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ამ ქვევ­რებ­ში ძვე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი ღვი­ნო­საც აყე­ნებ­დნენ. თბი­ლი­სუ­რი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ჩა­ვარ­დნე­ბიც იყო, ძი­რი­თა­დად მა­შინ, რო­დე­საც ქა­ლა­ქი დამ­პყრო­ბელს ეკა­ვა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლა­ქი მა­ინც იბ­რუ­ნებ­და ხოლ­მე ვე­ნა­ხო­ვა­ნი და­სახ­ლე­ბის სტა­ტუსს. მა­გა­ლი­თად, წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ცით, რომ XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს კრწა­ნის­ში და ორ­თა­ჭა­ლა­ში საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ვე­ნა­ხე­ბი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც მე­ფე ერეკ­ლე II-ის შვი­ლებს, იუ­ლონს და ანას­ტა­სი­ას ეკუთ­ვნო­და. ასე­ვე ვე­ნა­ხე­ბი იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი ახ­ლან­დელ ვე­რა­ზეც და დღე­ვან­დე­ლი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. უნ­და ვახ­სე­ნოთ ბა­ტო­ნიშ­ვილ და­ვი­თის სა­ხა­ზი­ნო ბა­ღიც, რო­მე­ლიც ახ­ლან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის უკან იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი და სა­დაც 1823 წელს 7 ათას ძი­რამ­დე ვა­ზი იყო ჩაყ­რი­ლი. ვე­ნა­ხე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როც, ახ­ლან­დე­ლი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რი­სა და დი­დუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

დი­დუ­ბე­ში და მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს სხვა უბ­ნებ­ში გერ­მა­ნე­ლე­ბის ჩა­მო­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლა­ქუ­რი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით წინ წა­ვი­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, მე­ფის­ნაც­ვალ ვო­რონ­ცო­ვის თა­ოს­ნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლი უც­ხო­უ­რი ჯი­შე­ბიც შე­მო­ი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც დი­დუ­ბი­დან დაწ­ყე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლი ნავ­თლუ­ღის ბო­ლომ­დე გა­შე­ნე­ბულ ვე­ნა­ხებ­ში და­ირ­გო. მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბით მუს­კა­ტი სარ­გებ­ლობ­და.

მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის კუთ­ხით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და გა­რე­უბ­ნე­ბი – დი­დუ­ბე, დი­ღო­მი, ავ­ჭა­ლა, გლდა­ნი, ნავ­თლუ­ღი და სხვა უბ­ნე­ბი. ვარ­კე­თილ­ში საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში უზარ­მა­ზარ ფარ­თო­ბებ­ზე იყო გა­და­ჭი­მუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი, სა­დაც რქა­წი­თე­ლი, სა­ფე­რა­ვი, თეთ­რი ბუ­დე­შუ­რი და სხვა ჯი­შე­ბი მოჰ­ყავ­დათ, ვაშ­ლიჯ­ვრის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დო­ბებ­ზე კი ბო­ლო დრომ­დე შე­მორ­ჩა სა­კო­ლექ­ციო, იშ­ვი­ა­თი ჯი­შე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ვე­ნა­ხე­ბი. თბი­ლისს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბიც ჰქონ­და – დიღ­მუ­რა, გლდა­ნუ­რა და თბი­ლუ­რი, რო­მელ­თა აღ­დგე­ნა და ხე­ლახ­ლა გავ­რცე­ლე­ბაც პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს...

თბი­ლი­სის მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ზე სა­უ­ბარს აქ შევ­წყვეტ და მკით­ხვე­ლებს ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლა­ქის, ვე­ნის მა­გა­ლითს შე­ვახ­სე­ნებ, რო­მე­ლიც თით­ქმის მთლი­ა­ნად ვე­ნა­ხე­ბი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი და რო­მელ­მაც უკ­ვე და­იმ­კვიდ­რა ღვი­ნის ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი. მცი­რე მარ­ნე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნის კა­ფე­ე­ბი, მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი რეს­ტორ­ნე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდის ქა­ლაქს ჰე­დო­ნის­ტი, სი­ა­მოვ­ნე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. და­მი­ჯე­რეთ, ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა თბი­ლის­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მით უმე­ტეს, რომ აქა­ურ­მა ჰა­ვამ და ნი­ა­დაგ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნოს.

დროა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა, თბი­ლი­სი კი – მი­სი დე­და­ქა­ლა­ქი.

© tabula



ეგრეა ნამდვილად. სულ სამი ადგილი მახსენდება, სადაც ღვინის მოყვარულმა შეიძლება აიღო გეზი. ამ სამიდანაც ორი თითქმის გამოუსადეგარია ამ კუთხით 1. მაღაზია "ხარებას" ბარი, თუმცა აქ მხოლოდ ერთი კომპანიის ღვინოებია და არჩევანში ხარ შეზღუდული. 2. აბანოთუბანში ღვინის რესტორანი კატასტროფული ფასებით და მხოლოდ ფრანგული ღვინოებით და 3. მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი მაღაზია "ღვინის სამყარო", ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტით, ბარითა და რესტორნით,მაგრამ არც თუ მაღალი დონის მომსახურებით და საშინელი ნესტის სუნით სარდაფში განთავსებულ კაფეში :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.