Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ინოვაციური ვებგვერდები ღვინის მოყვარულთათვის

ადამიანებს, რომელთაც მეღვინეობასთან შეხება არ აქვთ, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს ინდუსტრია ზედმეტად ტრადიციულია და ყველანაირ ტექნოლოგიურ ინოვაციას უარყოფს. ჩვენ კი დაგარწმუნებთ, რომ ისინი ცდებიან: განვიხილოთ თუნდაც სამი ვებგვერდი, რომლებიც ღვინის სამყაროში შეგიძღვებიან და თავად ნახავთ, რომ ეს სამყარო სულაც არ ებრძვის პროგრესს და არანაირ სიახლეს.

TastingRoom.com გვირჩევს, ვიდრე მთლიან ბოთლს შევიძენთ, ღვინო აუცილებლად დავაგემოვნოთ. ვებგვერდის მესვეურები ასევე გვთავაზობენ იმ ღვინოების ჩამონათვალს, რომლებიც ე.წ. კომპლექტშია (ნაკრებშია) გაერთიანებული. თითო ასეთი კომპლექტი (ნაკრები) კი 50 მლ.-იანი 6 ბოთლისაგან შედგება და 20-30 დოლარი ღირს. ნიმუშები შერჩეულია მწარმოებლის, რეგიონისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. მას შემდეგ, რაც მყიდველი ყველა ნიმუშს გასინჯავს, შეეძლება, შერჩეული ღვინო დიდი ბოთლითაც შეიძინოს.

პორტალი Lot18.com ცდილობს წვლილი შეიტანოს კერძო გაყიდვების სექტორში, რომელიც ასე წარმატებით ვითარდება. ოღონდ ვებგვერდზე ნებისმიერი მსურველი ვერ გაწევრიანდება. თუ დარეგისტრირების სურვილი გაქვთ, მოწვევა პორტალის წევრმა უნდა გამოგიგზავნოთ. ამ ვებგვერდზე გვთავაზობენ ცნობილი მარკის ღვინოებს, თანაც საკმაოდ დაბალ ფასად, რადგან შემოთავაზებული სასმელი პირდაპირ მწარმოებლებისაგან მოაქვთ და შუამავლის პროცენტი აღარ ემატება. ამის წყალობით კი ღვინის საბოლოო ფასი მომხმარებლისათვისაც მისაღები ხდება. ვებგვერდზე ყოველდღიურად ჩნდება მაცდუნებელი წინადადებები, რაც ადრე მხოლოდ ღვინოს ეხებოდა, მაგრამ დღეს უკვე გვთავაზობენ აქსესუარებს, ხარისხიან ყველს, ხორცს და სხვა იმ გემრიელ პროდუქტს, რომელებსაც გურმანები ძალზე აფასებენ.

Snooth.com  – ეს არის კიდევ ერთი ინოვაციური ვებგვერდი, რომელშიც გაერთიანებულია ღვინის პორტალი და სოციალური ქსელი (ფორუმი). ვებგვერდი 2007 წელს გაეშვა და უკვე შეძლო ღვინის მოყვარულთათვის მრავალი საინტერესო სერვისი შეეთავაზებინა. მაგალითად, სერვისი Wine Rack - აქ შეგიძლიათ ნახოთ სასწავლო მასალები, მომხმარებელთა სადეგუსტაციო შენიშვნები ამა თუ იმ ღვინის შესახებ... როდესაც ადამიანი რომელიმე ღვინოს გასინჯავს, შეუძლია Wine Rack-ის საშუალებით საკუთარი სადეგუსტაციო შენიშვნა გამოაქვეყნოს. სხვა დანარჩენ მომხმარებლებს კი საშუალება აქვთ, ეს შენიშვნა წაიკითხონ და, თუ სურვილი ექნებათ, კომენტარიც დაწერონ. ვებგვერდს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს – Cellar ანუ მარანი, რომელსაც სახელწოდება ამ სერვისის შინაარსიდან გამომდინარე დაერქვა: მეღვინეს შეუძლია საკუთარი ღვინის შესახებ ინფორმაცია განათავსოს “საკუთარ მარანში”. Cellar-ში ნახავთ მონაცემებს ღვინოების სახელწოდებების შესახებ, სადეგუსტაციო შენიშვნებს, ფასებს, ჭურჭლის მოცულობებს და მარანში შენახული ბოთლების რაოდენობასაც კი. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული