Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვინტაჟური Dom Perignon რამდენიმე საათში გაიყიდა

საფრანგეთში 2004 წლის მოსავლის Dom Perignon-ის შამპანურის საგანგებო გაყიდვა მოეწყო. ღვინით მოვაჭრეები გაოცებულნი იყვნენ, რადგან 3 ათასი 6-ბოთლიანი კეისი სულ რამდენიმე საათში გაიყიდა და სამჯერ მეტი მოგება ნახეს, ვიდრე ვარაუდობდნენ. მყიდველთა შორის უმრავლესობა ბრიტანელები იყვნენ - ბრიტანეთი ხომ ფრანგული ელიტური ღვინოების ერთ-ერთი უდიდესი დამფასებელი და გამსაღებელი სახელმწიფოა. ამ გაყიდვასაც ბრიტანული უმსხვილესი კომპანიები ესწრებოდნენ და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ Dom Perignon-ის ეს ვინტაჟი კომერციულად ფრიად მომგებიანი აღმოჩნდა. ფრანგებმა გასაყიდად გაიტანეს ღვინო, რომელიც კუპაჟური წესით 53% Pinot Noir-ისა და 47% Chardonnay-ს ერთად დაწურვისაგან არის მიღებული. ფრანგული ღვინის მოტრფიალეებს საშუალება ჰქონდათ თითო 6-ბოთლიანი კეისი 475 გირვანქა სტერლინგად შეეძინათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.