Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კეტჩუპი შინაურ პირობებში

საჭირო მასალა: 2 კგ პომიდორი, 500 გ ვაშლი, 1 ს.კ. მარილი, 0,3 ჭიქა შაქარი, თითო ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკის ფხვნილი და დაფქული შავი პილპილი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი, დაფქული ჯავზი – დანის წვერით.

მომზადება: ვაშლს ამოვაცალოთ თესლი და პომიდორთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. პიურე მოვათავსოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ. დორდადრო ამოვურიოთ. დაახლოებით 2 საათის შემდეგ კეტჩუპი მზად იქნება, დავაყაროთ სანელებლები და გადმოვდგათ ცეცხლიდან. შეგრილებული მასა გავატაროთ საცერში და მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში ან ბოთლებში. შევინახოთ გრილ და მშრალ ადგილას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული