გამოქვეყნებულია: 27 სექტემბერი, 2009 - 13:12
გიორგი ღვინიაშვილი: "თუ ვინმე გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან ყურძენს დაყრის, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება"
კახეთის გუბერნატორი თელავის ტელეკომპანია "თანამგზავრისთვის" მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ თუ ვინმე თელავში, გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან ყურძენს დაყრის, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
გუბერნატორმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც "ახალი მემარჯვენეების" თელავის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნიკა ვარდოშვილმა განაცხადა, რომ კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით დაწესებული გრაფიკის გამო პრობლემები აქვთ. ვარდოშვილის თქმით, ამ მიზეზით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან მევენახეებმა, შესაძლოა, ყურძენი დაყარონ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის შეკითხვაზე, პროტესტის ნიშნად ყურძნის დაყრა როგორ არის დანაშაული, გუბერნატორმა უპასუხა: "საქმე აღიძვრება და მერე სამართალდამცავებმა გაარკვიონ დანარჩენი. რთველი კარგად მიდის. ქარხნები ჰიბრიდული ჯიშის ყურძენსაც მიიღებენ და ვინც ყურძენს მაინც დაყრის სადმე, ის არის ხალხის მტერი".
fact.ge
თქვენი კომენტარი