Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვანდალიზმი ბორდოში

ბორდოში, მედოკის რეგიონში ჯერჯერობით უცნობმა პირებმა დაახლოებით 2 000 ძირი ვაზი გაანადგურეს. ამ ვანდალური აქტის შედეგად გამოწვეული ზარალის რაოდენობა ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა საუბარია ათეულობით ათას ევროზე. ვანდალების სამიზნე, სენ-ლორან-მედოკის კომუნაში მდებარეChateau Labat-ის ვენახი, 7 ჰექტარზეა გაშენებული. შატოს მფლობელები ვარდაუდობენ, რომ მათ წინააღმდეგ მთელი ბანდა მოქმედებდა, ადგილი კი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. ვაზი მიწიდან დაახლოებით 12-სმ-ის სიმაღლეზეა გადაჭრილი, შესაბამისად, მთლიანად მომსპარია რქაც, კვირტიც და ამონაყარიც. ფრანსუა ნონი, რომლის ოჯახიც 1920 წლიდან მოყოლებული  ფლობს Chateau Labat-ს და ამასთან, 38 ჰექტარზე გაშენებულ Chateau Caronne Ste Gemme-ს, მომხდარით შოკირებულია. ,,ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ ვის შეიძლებოდა ჩაედინა ასეთი რამ. აშკარაა, რომ ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის, საქმე ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს” – განაცხადა მან. საგულისხმოა, რომ ფრანსუა ნონე პარალელურად მედოკის ღვინის ხელშემწყობი ორგანიზაციის - Alliance Cru Bourgeois-ის ვიცე-პრეზიდენტია. ნონეს თქმით, ამ პოზიციაზე მუშაობისას მას სულ დადებითი ინფორმაციის გავრცელება უწევს და საეჭვოა, მის საქმიანობას ასე გაებოროტებინა ვინმე. ნონე ასევე გამორიცხავს შატოს რომელიმე ყოფილი თანამშრომლის შურისძიებასაც – ის აცხადებს, რომ ხელმძღვანელობა მათ ყოველთვის კარგად ექცეოდა. პოლიციამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.