Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უახლესი ამბები ProWein-დან

გუშინ, 15 მარტს გერმანიის ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღვინის გამოფენა ProWein Dusseldorf გაიხსნა.  ღონისძიება 1994 წლიდან იღებს სათავეს და ღვინის კომპანიები საქართველოდან მასში, უკვე, 2000 წლიდან მონაწილეობენ.

2015 წელს გამოფენა ProWein-ზე საქართველოდან წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დიდი და საშუალო მწარმოებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 19 კომპანია. ქართული სტენდები ვრცელდება საკმაოდ დიდ პერიმეტრზე (156 კვ.მ.), სადაც გამოფენის პირველ დღესვე ვიზიტორების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნება.

გუშინ ProWein 2015-ის გახსნის დღეს, ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. წარმოდგენილი იყო, როგორც ევროპული წესით დაყენებული, ისე ქვევრის ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანი. ეს უკანასკნელი სტუმრებს გააცნო ჟურნალ Vinum-ის მთავარმა რედაქტორმა, რუდოლფ კნოლმა. საერთო ჯამში, გუშინდელი დღე საკმაოდ დატვირთული და შედეგიანი აღმოჩნდა.

დღეს გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი. დღევანდელ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქართული ღვინის მასტერკლასი, რასაც 15:30-ზე გაუძღვება ლიზა გრანიკი (MW) - ღვინის ექსპერტი აშშ-დან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული