Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სომხეთი ევროკავშირს მიმართავს

სომხებმა ევროპის კავშირს თხოვნით მიმართეს, რომ მათ მიერ წარმოებულ ბრენდის კვლავ კონიაკი ეწოდოს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გარეგინ მელქოიანი აღნიშნავს, რომ სომხეთში ჩამოსხმულ ბრენდის ყველა იცნობს როგორც კონიაკს, ამ სასმელის წარმოებას კი კავკასიაში ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს. სომხეთის მხარე ადრე იმასაც ითხოვდა, რომ ყველა ცქრიალა ღვინისათვის “შამპანური” დაერქმიათ, მაგრამ ახლა აღნიშნავენ, რომ ეს მათთვის არც ისე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც დასახელება “კონიაკის”  დაბრუნება. ევროკავშირში კი მიაჩნიათ, რომ 1909 და 1938 წლის დეკრეტების მიხედვით სავაჭრო სახელწოდება “კონიაკი” შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ მაგარ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც საფრანგეთის გარკვეულ რეგიონებში იწარმოება.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს სომხეთში 18,48 მილიონი ლიტრი ბრენდი ჩამოსხეს და მათგან 14 მილიონი ექსპორტზე გაიტანეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული