Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ქართული ღვინოები

,,საუკეთესო ქართული ღვინოები” – ასე ეწოდება წიგნ-გზამკვლევს, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. ,,პარნასი ჯგუფისა” და ღვინის მაღაზია ,,ვინოთეკის” ერთობლივი პროექტი 2010 წელს ქართული ღვინის ბაზარზე არსებულ ღვინოთაგან საუკთესოს შერჩევაში დაეხმარება ამ სასმელის ჭეშმარიტ დამფასებლებს თუ უბრალოდ, პატივსაცემი ადამიანისთვის სასიამოვნო საჩუქრის გაკეთების მსურველებს. როგორც წიგნის შესავალში გამომცემელი გიორგი დარსალია გვამცნობს, დეგუსტაციისთვის ყველა წამყვანმა ღვინის კომპანიამ წარმოადგინა მათი აზრით საუკეთესო ღვინოები. საერთო ჯამში, სადეგუსტაციოდ გამოტანილ იქნა ღვინის 100-ზე მეტი ნიმუში, საიდანაც პროფესიონალ დეგუსტატორთა მიერ მხოლოდ 69 დასახელების ღვინო შეირჩა. სადეგუსტაციო კომისიაში შედიოდნენ: ვაზისა და ღვინის სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მეხუზლა და კომისიის წევრი გიორგი სამანიშვილი. სწორედ ამ კომპეტენტური დეგუსტატორების მიერ რჩეულ ღვინოებს ეძღვნება წიგნი-გზამკვლევი ,,საუკეთესო ქართული ღვინოები”. როგორც ისი ავტორები გვპირდებიან, ეს ერთჯერადი პროექტი არ იქნება და მომავალ, 2011 წელს გზამკვლევი განახლებული სახით გამოვა.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.