Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამყაროს დასასრულის ლუდი

როგორც ცნობილია, სამყაროს მორიგი აღსასრული 2012 წლის 21 დეკემბრისთვის არის ნაწინასწარმეტყველები. იმ შემთხვევაში, თუ ეს წინასწარმეტყველება არ ახდება, გადარჩენის აღნიშვნა უცნაური ლუდით - ,,არმაგედონით”- იქნება შესაძლებელი, რომელიც თავის სახელწოდებას სრულიად ამართლებს. საქმე ისაა, რომ ამ ეგრეთ წოდებული ლუდის სიმაგრე 65 გრადუსს აღწევს. ალკოჰოლის შემცველობით “არმაგედონი” ვისკის, არაყს და სხვა მაგარ სასმელებს უსწრებს, ხოლო ჩვეულებრივ ლუდთან შედარებით 16-ჯერ ძლიერია. უნიკალური სასმლის შემქმნელები ახალგაზრდა შოტლანდიელი ლუდის მწარმოებლები, კომპანია Brewmeister-ის დამფუძნებლები: ლუის შენდი და ჯონ მაკენზი არიან. ისინი, ვინც უკვე დააგემოვნა ,,განკითხვის დღის” ლუდი, ამბობენ, რომ სასმელი, მიუხედავად სიმაგრისა, საკმაოდ რბილი და სასიამოვნო დასალევია. ლუდი უკვე გაიტანეს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, სადაც მისი შეძენა 80 გირვანქა სტერლინგად შეიძლება. შოტლანდიელ მელუდეთა ბიზნესი ჯერ ახლა იდგამს ფეხს, მაგრამ სავარაუდოდ, ძალიან წარმატებული იქნება, რადგან უკვე საკმაოდ ბევრი შეკვეთა მიიღეს ავსტრალიიდან, შვედეთიდან, აშშ-დან და სხვ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული