Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინფრაწითელი სინათლის სისტემა ვენახში ყინვის წინააღმდეგ

Frolight ინოვაციური სტარტაპია, რომელიც 2019 წელს ალექსანდრე შმიდტმა და ლორენს დევომ დააარეს. ალექსანდრე შმიდტი გამოცდილი მეღვინეა, რომელსაც საკუთარი ვენახი აქვს, ლორენსი კი გამოცდილი ოპერაციების ხელმძღვანელია “ბიოელექტრიკში". ორივეს სურვილი იყო ცოდნის ერთობლივად გამოყენება და  ვენახებისთვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მათ ყინვისგან დაიცავდა. Frolight BV ბელგიის მუნიციპალიტეტ გავერში (Gavere) დაფუძნებული კომპანიაა და ამჯერად რამდენიმე ქვეყანათან თანამშრომლობს, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან და გერმანიასთან, თუმცა უფრო და უფრო ვითარდებიან და შესაბამისად მეტ კომპანიასთან და ქვეყანასთან ურთიერთობასაც აპირებენ: “Frolight აწარმოებს და ავითარებს ინოვაციურ ინფრაწითელ ტექნოლოგიებს, რისი მიზანიც მევენახ-მეღვინეთა საჭიროებებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. ეს კი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, ეფექტურად გაზარდონ და გააუმჯობესონ წარმოება” - ვკითხულობთ მათ გვერდზე. 

ინფრაწითელი სინათლის მილები Frolight სისტემის ძირითადი ნაწილია. მათ შუქზე წარმოიქმნება სითბო, რომლითაც მცენარეებს ყინვისგან და მისგან მიყენებული ზარალისგან იცავს. მილები გორგალზეა დახვეული, რაც მათ დამონტაჟებასაც უწყობს ხელს. 

მათ გვერდზე სხვადასხვა კომპანიების შეფასებებსაც გაეცნობით. ბელგიაში Domein De Kluizen-ის მევენახე ჰერმან ტროხი საუბრობს, რომ 2017 წლიდან რამდენჯერმე მიადგა მის ვენახს ყინვის შედეგად არც თუ ისე პატარა ზარალი. Forlight სისტემა გასულ წელს დააყენეს და მას შემდეგ არანაირი ზიანი არ უნახავთ, წელს კი ის რაოდენობა გააორმაგეს, რაც შარშან ჰქონდათ: “ახლა 100 მეტრიან 24 რიგზე გვაქვს ინფრაწითელი ნათების მილები, შარშან ამის ნახევარი გვქონდა და უნდა ვთქვა, რომ წელსაც ისეთი კარგი შედეგები გვაქვს, როგორიც გასულ წელს.”  

საფრანგეთში, ბურგუნდიაში Domaine Leflaive-ის მთავარი ხელმძღვანელი სილვიან პელეგრინი ამბობს, რომ 2016 წლის შემდეგ ძალიან დიდი დანაკარგი ნახეს, მას შემდეგ დიდ ხანს ცდილობდნენ ყინვასთან გამკლავებას, ყველაზე კარგად კი Forlight-ის სისტემამ იმუშავა: “სხვადასხვა მეთოდების ძიებისას ამ ტექნოლოგიამ ძალიან დამაინტერესა, ალბათ, ამიტომაც შევიძინე. მისი დაყენება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, თუმცა ის, რაც მასში ყველაზე მეტად მომეწონა, იყო სისტემის სიმარტივე და მევენახისთვის მოქნილი, კომფორტული საშუალება.” Forlight-ის შესახებ სრულ ინფორმაციას მათივე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული