უკვე დიდი ხანია კვების პროდუქტებისა და სასმელების მუზეუმის გახსნის იდეა არსებობს, თუმცა მისი განხორციელება ვერავინ შეძლო. დევიდ არნოლდს 2005 წელს უკვე ჰქონდა გამზადებული პროექტი, რომელის მიხედვითაც კვების თემასთან დაკავშირებული მუზეუმი ნიუ-იორკში უნდა დაფუძნებულიყო. ავტორი არც იმ ფაქტს შეუშინდა, რომ ასეთი მუზეუმის გამართვა და შენახვა - ექსპოზიციების ცვლა - ძალიან ძვირი სიამოვნებაა. არნოლდმა და მისმა თანამზრახველებმა გადაწყვიტეს, თანხები ვებგვერდით შეაგროვონ და პირველი ინსტალაცია დაამზადონ, რომელიც ამერიკელთა საყვარელ მშრალ საუზმეს შეეხება. გამოფენა მთელ ნიუ-იორკში იმოგზაურებს და თუ მოგებას მოიტანს, სხვა ქალაქებშიც გადაინაცვლებს. მაგრამ პროექტის პირველი ეტაპის განსახორციელებლად 80 000 დოლარია საჭირო. პროექტის ავტორების საბოლოო მიზანი კვების პროდუქტებისა და სასმელების მუდმივი ექსპოზიციის შექმნაა, რომელიც ისტორიულ, მეცნიერულ და კულტურულ ჭრილში იქნება გადმოცემული.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი