Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკა მეოთხე ადგილზეა

ღვინის მარკეტინგის სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა - ტეი კოლარდმა სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემები ადასტურებს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ღვინის გაყიდვის მიხედვით მეოთხე ადგილი უკავია ახალი სამყაროს ქვეყნებს შორის. იგი ადგილს მხოლოდ აშშ-ს, ავსტრალიას და არგენტინას უთმობს. რაც შეეხება ღვინის წარმოებას, აქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მე-9 ადგილზეა.სპეციალისტის ანგარიში გვიჩვენებს, რომ ევროპაში ღვინის მწარმოებელთა შორის თამამად ლიდერობს იტალია, რომელმაც 2006 წელს 5000 მილიონი ლიტრი ღვინო ჩამოასხა. მას მოსდევს საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია. ვენახების ფართობის მიხედვით სხვა ქვეყნებს ესპანეთი სჯობნის, მომდევნო ადგილებს საფრანგეთი და იტალია ინაწილებენ. ახალი სამყაროს სივრცეში აშშ ლიდერობს, მას მოსდევს არგენტინა, ჩილე, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ჯერჯერობით ყველა მაჩვენებლით ინარჩუნებენ პირველობას, მაგრამ ახალი სამყაროს ქვეყნები (ავსტრალია, ჩილე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სტაბილურად და თამამად ვითარდებიან.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.