შოტლანდიური ვისკის მწარმოებელმა კომპანია Royal Salute-მ, რომელიც იშვიათი და ეგზოტიკური კუპაჟებით არის ცნობილი, უნიკალური ვისკი ჩამოასხა. ვისკი სახელად Tribute of Honor ჯერჯერობით არავის გაუსინჯავს, თუ არ ჩავთვლით კუპაჟის ოსტატ კოლინ სკოტს. ვისკი შოტლანდიის სამეფო რეგალიების პატივსაცემად შეიქმნა და ზედ გვირგვინი, სკიპტრა და მახვილია გამოსახული. ამ რეგალიების ისტორია მხოლოდ უძველესმა ლეგენდებმა და გადმოცემებმა შემოინახა. შოტლანდიელ მეფეთა პატივსაცემად ჩამოსხმული ვისკისთვის კუპაჟის ოსტატმა კოლინ სკოტმა მასალა Royal Salute-ს საცავიდან აიღო. ეს ის საცავია, სადაც მსოფლიოს ყველა კუპაჟისტი ოცნებობს მოხვედრას – იქ ხომ მინიმუმ 45 წლის დაძველების ვისკები ინახება. სწორედ ასეთი ძვირფასი მასალისგან დამზადდა 21 ბოთლი ვისკი Tribute of Honor, რომელიც Chivas Regal-ის სარდაფებში დაიდებს ბინას. ვისკის ჭურჭელი ხელნაკეთია, შავი ფაიფურისგან არის დამზადებული და 413 თეთრი და შავი ბრილიანტი ამშვენებს. ბოთლზე გამოსახული მახვილი ოქროსა და ვერცხლისგან არის გაკეთებული და 22 კარატის მოცულობის ძვირფასი თვლებითაა მოოჭვილი. მახვილის ორივე მხარეს გამოსახული ლომების ფიგურებიც ასევე ოქროსგანაა ჩამოსხმული.
საიუველირო სახლი Garrard, რომელიც ბოთლის გაფორმებაში მონაწილეობდა, ტრადიციულად ბრიტანელ მონარქებს ემსახურება. სამეფო ვისკის ერთი ბოთლის ფასია 200 000 დოლარი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი