Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში ღვინის წარმოების ზრდას ელიან

საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც უმსხვილესია ევროკავშირში, 2021 წელს სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, თუმცა, როგორც ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ ღვინის წარმოებამ 2021 წლის ზარალის შემდეგ წინ წაიწიოს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის სამინისტროს პროგნოზით 2022 წლის ბოლომდე ღვინის წარმოების 13-21%-ით გაზრდას ელოდებიან, რაც 42,6 - 45,6 მლნ ჰექტოლიტრს ნიშნავს. როგორც იცით, ჰექტოლიტრი 100 ლიტრის, ანუ 133 სტანდარტული ღვინის ბოთლის ეკვივალენტია. The Decanter-ის სტატიაში ვკითხულობთ,რომ სამინისტრო ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებლის 7%-იანი ზრდას პროგნოზირებს.

უმეტეს რეგიონში წელს უფრო ხელსაყრელი ამინდები იყო, ვიდრე შარშან ვაზის ყვავილობიდან - მწვან ოპერაციებამდე, თუმცა სამხრეთ-დასავლეთის ნაწილი ყინვითა და სეტყვით მაინც დაზარალდა: “ამ პირობებში წარმოება იზრდება შარშანდელთან შედარებით ღვინის ყველა რეგიონში, გარდა შარანტისა, თუმცა გვალვამ შეიძლება გარკვეულწილად ზრდა მაინც შეაფერხოს” - აღნიშნულია სამინისტროს ანგარიშში. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მშრალმა და თბილმა ამინდებმა წელს ვაზის დაავადებებიც შეამცირა, ამის გამო კი რთველს უფრო ადრე ელოდებიან. გვალვამ დააზარალა ალზასი აღმოსავლეთით და ლანგედოკ-რუსიიონი შორეულ სამხრეთ დასავლეთში, ბურგუნდიაში კი მოსავლის შემცირება დაიწყო. ბორდოში წარმოება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე დაბლა დაეცა მას შემდეგ, რაც ყინვამ და სეტყვამ შარშან დაახლოებით 10 000 ჰექტარი დააზიანა.

შამპანის რეგიონში კი ვენახები, როგორც ჩანს, ძალიან კარგად გრძნობენ თავს, რასაც ივნისის ნალექმა შეუწყო ხელი. ამაზე ფრანგი მეღვინეებიც საუბრობენ. მარტინ კრაევსკი, Chateau Seraphine-ს მფლობელი პომროლში აღნიშნავს, რომ სიცხე ვენახს სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს, თუმცა მისი ვენახები ამ სტრესს უმკლავდება. “მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მეღვინე მწვანე რთველს ატარებს, რათა ვენახს მოაშოროს ზედმეტი და მზისგან დამწვარი მტევნები და ამით სტრესი შეამციროს, ჩვენ ჯერ საბოლოო სამომავლო შედეგებით შეშფოთებულები არ ვართ”. აღსანიშნავია ისიც, რომ შამპანის რეგიონის მოსავლიანობა წელს ყველაზე მაღალია მთელი ათწლეულის განმავლობაში. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული