Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორია ღვინის მომავალი კანადაში და რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ვენახზე

CBC-ზე სტატიაში კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ საფრთხეებზე ვაზისა და ვენახის მკვლევარი მეთიუ კლარკი საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად ზამთარში შედარებით თბილი ამინდებისა, კანადაში უკიდურესი სიცივე არსად წასულა. 

კლარკის მოსაზრებები CBC-ის მიერ გამოკითხულ სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებას ემთხვევა: “თუ გადახედავთ ევროპაში ღვინის ინდუსტრიას, შეამჩნევთ, რომ მათ ყოველწლიურად უწევთ სიცივეებთან გამკლავება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ვაზი კვირტში გამოსვლას ძალიან ადრე იწყებს” - აღნიშნავს ჯეისონ ლონდო, კორნელის უნივერსიტეტში კლიმატთან ადაპტაციის ასორიცებული პროფესორი. 

ზამთარი, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ერთად მოდის, ანუ რომელიც საშუალოდ უფრო რბილია, მაგრამ ხანდახან მოყინავს ხოლმე, უფრო საშიშია ვენახებისთვის. 

კანადის ღვინის ორი ყველაზე სამხრეთ რეგიონი - ნიაგარას ნახევარკუნძულსა და ერის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროსთან დიდი ხანია შედარებით თბილი ტემპერატურაა მათი ადგილმდებარეობისა და დიდ ტბებთან სიახლოვის გამო. ეს საშუალებას აძლევს მათ, გააშენონ ტრადიციული ევროპული ვაზის ჯიშები, მაგალითად შარდონე და რისლინგი: “ერის ტბის ჩრდილოეთ სანაპირო ჩვენი ყველაზე თბილი და უძველესი რეგიონია. იქაური ღვინოები საერთაშორისო მასშტაბით ჯილდოებს ჯერ კიდევ 1800-1900-იან წლებში იღებდნენ” - აღნიშნავს ბევერლი კრენდონი, სერტიფიცირებული სომელიე ტორონტოში, თუმცა იგი დასძენს იმასაც, რომ მსგავსი ევროპული ჯიშები კანადის უმეტესი ნაწილის ამჟამინდელ კლიმატურ პირობებში ვერ გადარჩება.

როდესაც საქმე ეხება ცვალებად კლიმატს, ვინიფერას ჯიშებს არც თუ ისე დიდი გადარჩენის შანსები აქვთ. ისინი კლონურად ირგვება, შესაბამისად ვერც ადაპტირდებიან და ევოლუციასაც ვერ განიცდიან, თუმცა ასე თუ ისე ეჩვევიან ტემპერატურის ვარდნას. 

ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ვენახს მოუწია სხვადასხვა ტექნოლოგიების მიღება, როგორიცაა გეოტექსტილის გამოყენება ან ქარის მანქანები: “ბოლო წლები ქარის მანქანების გამოყენებით ზამთრის ზარალის შემცირებას ვცდილობთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. სიცივეებთან გამკლავების მეორე ვარიანტია შეცვალოთ ის ვაზი, რომელიც მოგყავთ” - აღნიშნავს დები ზიმერმანი, Grape Growers Ontario-ს აღმასრულებელი დირექტორი. 

არსებობს ჰიბრიდული ყურძენიც, რომელიც ტრადიციული ევროპული ვინიფერასა და ადგილობრივი ჯიშების Vitis Riparia-ს ჰიბრიდს გულისხმობს. Vitis Riparia-ს მდინარის ნაპირის ვაზსაც უწოდებენ და ის სიცივესა და დაავადებებს ბევრად დიდ წინააღმდეგობას უწევს. ლონდო კორნელი მიიჩნევს, რომ ასე შეიძლება შენარჩუნდეს ევროპული ვაზის გემოვნური თვისებები და ამავდროულად ვაზი გახდეს უფრო მდგრადი სიცივის მიმართ. სტატიას გაეცანით CBC-ის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული