Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ შეცვალა საბჭოთა კავშირის დაშლამ ღვინო სამუდამოდ

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1991 წელს მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და კომუნისტური მმართველობა აღმოსავლეთ ბლოკის დიდ ნაწილზე დასრულდა, როცა მიწები თავდაპირველ მფლობელებს დაუბრუნდა.  Wine Enthusiast-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძვრა ღვინის ისტორიაშიც. 1992 წელს, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს უძველესი ღვინის რეგიონებიც კი თავიდან იშვნენ.

სტატიაში საუბარია საბჭოთა კავშირის პერიოდში ღვინის წარმოებაზეც. როგორც ყველასთვის ცნობილია, ზოგადად წარმოება ძალიან ერთფეროვანი იყო, რაოდენობა კი უფრო დაფასებული, ვიდრე ხარისხი. ფერმერებს უფლება ჰქონდათ მხოლოდ პერსონალური გამოყენებისთვის ჰქონოდათ მიწა. ღვინის ხარისხი კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ძალიან მდარე იყო. 

იან სტავეკი, მეოთხე თაობის მეღვინე  ჩეხეთში, ამბობს, რომ აღმოსავლეთის ბლოკში ფერმერებმა ადგილობრივი ჯიშები მეტნაკლებად შეინარჩუნეს, თუმცა ბევრი ვენახი და მარანი ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომუნიზმის დაცემის შემდეგ ზოგი ვენახი ვერ გადარჩა: “ძალიან რთული იყო წინსვლა, განსაკუთრებით მათთვის, ვისი ვენახებიც და მარნებიც, ფატობრივად, განადგურდა, ასეთი კი ბევრი იყო. კომუნიზმის მიერ დათესილი შიში მოსახლეობაში კვლავ ჭარბობდა და ეს ყველაფერს უფრო ართულებდა” - აღნიშნავს სტავეკი. სტავეკმა დააფუძნა ახალგაზრდა ჩეხ მეღვინეთა ასოციაცია იმ მიზნით, რომ საბჭოთა კავშირის მეღვინეობებზე გავლენა შეემცირებინა და დახმარებოდა მეღვინეებს წინსვლაში. აღსანიშნავია, რომ მისი ასოციაცია ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და ის 60-მდე ოჯახს აერთიანებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბევრი პოსტსაბჭოთა წარმატებებს ბიოდინამიკურ პრაქტიკას მიაწერს, ასევე ადგილობრივი ვაზის ჯიშების გამოყენებას, ობიექტების განახლებას: “საჭირო იყო ყველაფრის ხელახლა აშენება ან შეცვლა” - აღნიშნავს ზოლტან კოვაჩი, Royal Tokaji Wine Company-ს დირექტორი. თავის დროზე უნგრეთმა და ევროკავშირმა ღვინის ინდუსტრიის სუბსიდირება დაიწყეს გრანტების მეშვეობით, განავითარეს ინფრასტრუქტურა და ღვინის მარკეტინგი. კოვაჩი აღნიშნავს, რომ ის თავისი ღვინისთვის იყენებს კომუნისტების დროს გამოყვანილ ვაზის ჯიშებს, რომლებიც Botrytis-თვის, კეთილშობილი ობისთვის შესაფერისია. 

სტატიაში წერია საქართველოზეც. ავტორი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის ქართულ მეღვინეობაზე გავლენა საკმაოდ დიდი იყო, იმდენად, რომ თუ ზოგიერთმა ქვეყანამ წარმატებას მიაღწია 1992 წლის შემდეგ მალევე, საქართველოს უფრო დიდი დრო დასჭირდა ამისთვის. სტატიაში მოყვანილია ცნობილი ქართველი მეღვინის, ბონდო კალანდაძის კომენტარიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული მაშინ ნახევრად ტკბილი ღვინოები იყო, თანდათან კი მოთხოვნა გაჩნდა მშრალ ღვინოებზე, ცქრიალა ღვინოებზე და ა.შ. 

სტატიაში ვკითხულობთ ქართული ღვინის ექსპორტის წარმატებაზეც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ვკითხულობთ, სწორედ ისაა, რომ თითო ბოთლი ღვინის საშუალო ფასი ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი მეღვინეების გამოწვევა კი ისაა, რომ საზოგადოებას ღვინის მაღალი ხარისხი შესთავაზონ და ამავდროულად განაგრძონ ახალ-ახალ ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვირვებისთვის ბრძოლა. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.