Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2018 რაჭაში

დღევანდელი მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 1500 ტონამდე მუჯურეთულისა და ალექსანდროულის მოსავალს ელიან.

ანდრო ასლანიშვილის, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის,  განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს 8 პუნქტში იბარებს: ოთხი  ქალაქ ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და თითო პუნქტი - სოფელ ჭრებალოსა და ბუგეულში მდებარეობს. „ჯიშების სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ამპელოგრაფები არიან ჩართული. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ 29 ღვინი მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდიან“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება. წელს აქ  180 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე 245 მლნ ლარს მიაღწია.

© საქართველოს ღვინის კლუბიღვინის ეროვნული სააგენტოღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.