Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართველებისთვის ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, კულტურის ნაწილია” - Fortune India

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდური ჟურნალი Fortune Iindia საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ უამბობს მკითხველს. წერენ კახეთზე, ქართულ საოჯახო მარნებზე, ღვინის მწარმოებელ მონასტრებსა და ჩვენი მეღვინეობის ტრადიციებზე: “ათობით ღვინის ბილიკს მიყავხართ სხვადასხვა მარნებთან, რომლებიც ძვირფას ღვინოებს სთავაზობენ სტუმრებს, წინანდალს, მუკუზანს, ტვიშს და ა.შ. არჩევანი ძალიან დიდია, ესტუმრეთ “შუმის მეღვინეობას”, “ხოხბის ცრემლევს”, “გურამი პაპას მეღვინეობას”, “გიჟ ბროწეულსა” და კიდევ სხვა უამრავ საინტერესო მარანს.” - წერს ავტორი.

სტატიაში ვკითხულობთ ძველი ლეგენდის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქართველი ჯარისკაცები ბრძოლაში გასვლამდე მკერდის დასაცავად ვაზის ნაჭერს ქსოვდნენ, ასე რომ, თუ დაიღუპებოდნენ, გულიდან ვაზი ამოიზრდებოდაო! წერენ ქვევრის ტექნოლოგიაზეც, მასში ღვინის დაყენების გზას აცნობენ მკითხველს: “მსხვილ თიხის ქვევრებში ღვინის დუღილის ტექნიკა პოპულარული ახლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის დიდი მწარმოებლებისთვის, მაგრამ ქართველები მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ღვინის დასაყენებლად.” - ამბობს ვასილ წერეთელი, Tsereteli Wines-ის დამფუძნებელი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვან ღვინოებს წურავს, მათ შორისაა მხარგრძელი, ღვთის თეთრი, ხიხვი და ვარდისფერი რქაწითელი.

სტატიაში ალექსანდრე ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქართველოში 400-ზე მეტი ენდემური ვაზის ჯიშია, რომელთაგანც ძალიან დიდი ნაწილი კახეთში იზრდება: “ჩვენი ქვეყნის ყურძნის მოსავალის დაახლოებით 70%-ს ვაწარმოებთ. არსებითად, ყურძნის კანში შემავალი პოლიფენოლები (მოლეკულა, რომელიც მცენარეებში შაქრისგან წარმოიქმნება) აძლევს ღვინოს მშვენიერ და განუმეორებელ გემოს. ღვინის შეფერილობა შეიძლება იყოს  ოქროსფერიდან მუქ ნარინჯისფერამდე. ქვევრის ღვინოები ტანინიანია, მისი დურდოსთან კონტაქტის გამო. როგორც წესი, აქვთ თხილის, გარგრის, ატმისა და მიწის არომატები” - აღნიშნავს ალექსანდრე ჯაფარიძე. წერეთლის მარანში ქარვისფერ ღვინოსაც აწარმოებენ. ავტორი აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებით უხდება ზღვის პროდუქტებს, ბოსტკეულს, ცხარე საკვებს, უგემრიელესია ქართულ ხაჭაპურთან: “ჩვენი ქარვისფერი ღვინო ძალიან პოპულარულია, რადგან ახლა ინდუსტრიაში დაბალი ინტერვენციის ღვინოებია აქტუალური. გარდა ამისა, მომხმარებლებსაც უფრო ჯანსაღი, ახალი გემოები და არომატები ურჩევნიათ, ნატურალური ღვინოების დაბრუნებაზეც უკვე ძალიან ბევრი ზრუნავს”. 

ავტორი წერს, რომ ქართველებისთვის ღვინო მხოლოდ სასმელი კი არა, კულტურაა, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ის ამბობს, რომ სწორედ ამით აიხსნება უმეტეს ღვინის მარნებში საოჯახო სუფრები, სადაც ღვინოა მთავარი: “ქართულში სიტყვა “სუფრამ” ნელ-ნელა სეიძინა ის მნიშვნელობა, რომლითაც ახლა მოვიხსენიებთ, შეკრების ადგილი, სადაც ღვინო უხვად არის” - ამბობს შავნაბადას მონასტრის მარნის მევენახე. აქ ბერებმა 1998 წლიდან მრავალსაუკუნოვანი მარანი გააცოცხლეს, სადაც რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის ვაზის ჯიშებია გაშენებული.     

ვკითხულობთ რელიგიისა და ღვინის კავშირზეც საქართველოში. ღვინის რიტუალურ დატვირთვასა და მის მნიშვნელობაზე ქართული ქრისტიანული პერიოდის კულტურაში. ნიიტა ლალი, მწერალი, ყველას ურჩევს საქართველოს მონახულებასა და ჩვენი ღვინოების დაჭაშნიკებას. სტატიას Fortune India-ზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული