Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა. დოკუმენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ (CIM) ინტეგრირებული ექსპერტის ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით შემუშავდა, რომელსაც 2016-2017 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლის პოზიცია ეკავა.

ღვინის სექტორში საქართველო-გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, GIZ-ის პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბერტჰოლდ ზაიტცმა ზემოთ აღნიშნული ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა.

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს ღვინის სექტორის განვითარების ხედვას. გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო ღონისძიებების გათვალისწინებით.

კერძოდ, სტრატეგიის მიზანია ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. დოკუმენტი მოიცავს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ადგილობრივი ბაზრისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების, ღვინის ტურიზმისა და სხვა მიმართულებებს.

გამოსამშვიდობებელი მიღება  ბერტჰოლდ ზაიტცის ორწლიანი მუშაობის დასრულებას მიეძღვნა.ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში გერმანიის საელჩოს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.

მიღებაზე წარმოდგენილი იყო ასევე ღვინის სექტორში 2018 წელს დაგეგმილი საქმიანობები და ღონისძიებები.

მიღება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორისა განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა მომავალშიც გრძელდება. 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, მოწვეულია CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი ანა ლუჟი, რომელიც საქართველოში ვენახების ეროვნული კადასტრის სისტემის განვითარებას გაუწევს დახმარებას.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.