Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოზურგეთის საკრებულომ კახეთში 25 ტონა ყურძენი შეიძინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა ყვარელში 25 ტონა "რქაწითელის" ჯიშის ყურძენი შეიძინეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა ყვარელში 25 ტონა "რქაწითელის" ჯიშის ყურძენი შეიძინეს.

როგორც რადიო "ჰერეთს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვლადიმერ სურგულაძემ განუცხადა, კახეთში შეძენილ ყურძენს ოზურგეთის საკრებულოში დაწურავენ.

"ყვარელში თვითონ ვიყავი ჩასული და სოფლებში ხარისხიანი ყურძენი შევარჩიეთ, რომელიც თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო ორ დღეში ოზურგეთში უნდა იყოს. გარდა ამისა, საკრებულოს განკარგულებით, ქალაქ ოზურგეთში გახსნილია და მოქმედებს კახური ყურძნის გასაყიდი ადგილები. ვფიქრობთ ყოველივე ამით ხელს შევუწყობთ კახელ მევენახეებს მოსავლის რეალიზაციაში" - აცხადებს ვლადიმერ სურგულაძე.

როგორც რადიო "ჰერეთს" გაზეთ "გურია ნიუსიდან" აცნობეს, ოზურგეთში კახური ყურძენი პარასკევს, 3 ოქტომბერს შეიტანეს და მყიდველიც მრავლად არის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული