Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოლიგარქ ტყუპებს ადგილობრივმა მოსახლეობამ შეუტია

ვენახებს, რომლებიც ცნობილ ბრიტანელ ბიზნესმენებს, ტყუპ ძმებს - დევიდ და ფრედერიკ ბარკლებს ეკუთვნით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეუტიეს. ინციდენტი ნორმანდიაში, კუნძულ სარკზე მოხდა - ვანდალებმა ვაზების დამჭერი თოკები გადაჭრეს და 100 ათასიდან 40 ათასი ძირი ვაზი დააზიანეს. ზარალი რამდენიმე ათას გირვანქა სტერლინგად შეფასდა, ადგილობრივმა პოლიციამ კი მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო. ვენახზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კუნძულ სარკის მცხოვრებლები ძმების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ. ისინი ოლიგარქი ტყუპების გეგმებს აპროტესტებდნენ, რომელთა თანახმადაც ბიზნესმენთა კუთვნილი 36 ჰექტარი მიწა ვენახად უნდა აქციონ, არადა, კუნძულ სარკის მთლიანი ტერიტორია სულ 74 ჰექტარია. კუნძულის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ბრიტანელ ძმებს მთელი მათი სამკვიდროს დაპატრონება აქვთ ჩაფიქრებული, თავად კი მიწის და შემოსავლის გარეშე რჩებიან. ძმები ბარკლები ფლობენ გაზეთ Daily Telegraph-ს, ჟურნალ Spectator-ს, სასტუმრო Ritz-ს ლონდონში და სხვ. Sunday Times-ის ინფორმაციით, 2012 წლის მონაცემებით, ძმების ქონება 2,25 მილიარდ გირვანქ სტერლინგად (დაახლოებით 3,6 მილიარდი აშშ დოლარი) არის შეფასებული.   

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული