Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუხის კასრების მნიშვნელოვანი როლი ღვინის დაყენების პროცესში

ახალი ამბავი არაა, რომ მუხის კასრებს საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ღვინისთვის განსხვავებული და გამორჩეული არომატების შეძენის თვალსაზრისით. როდესაც მუხის ტონებზე საუბრობენ, ისინი ავტომატურად გულისხმობენ იმ კასრებიდან შეძენილ არომატებს, რომლებშიც ღვინო დაყენდა. ძირითადად მსოფლიოში ფრანგულ ან ამერიკულ მუხის კასრებს იცნობენ, თუმცა ზოგან სლოვენურ ან უნგრულ მუხასაც იყენებენ კასრებისთვის. აღსანიშნავია, რომ ახალი მუხის კასრები, ანუ ის კასრები, სადაც აქამდე ღვინო არ დაყენებულა, ძალიან მკვეთრ და მძაფრ არომატებს ანიჭებს ღვინოს. 

ფრანგული მუხა (ლათინურად Quercus robur) ჩვეულებრივ დახვეწილ, სანელებლების (კარდამონისა და მუსკატის კაკალის) არომატებს ტოვებს. მეორე მხრივ, ამერიკული მუხა (Quercus alba)  უფრო ღია და უხეში ტონებთან ასოცირდება, როგორიცაა ქოქოსი, კამა, ვანილი. როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, მუხის ორივე სახეობა კარგია მკაცრი ტონების დასარბილებლად, რაც ზოგიერთ წითელ ღვინოს ახასიათებს. კასრების მწარმოებლებს შეუძლიათ შეცვალონ ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს კასრი ღვინოზე, ხშირია ისიც, რომ მეღვინეები კონკრეტულ კასრებს უკვეთავენ, რათა ზუსტად ის არომატი მიიღოს ღვინომ, რაც ჩაფიქრებული აქვთ. მაგალითად, ძალიან ბევრია დამოკიდებული გამოწვის დონეზე. კასრს, რომელიც ძალიანაა გამომწვარი, ღვინის ტანინებს არბილებს. მნიშვნელოვანია მუხის ასაკიც, ასაკოვანი მუხა უფრო მეტ და მდიდარ არომატს აძლევს ღვინოს, ვიდრე ახალგაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მუხის კასრის ფასი 4000 დოლარია, ეს საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა. კარგად დამზადებულმა კასრმა 80-ზე მეტი წელიც კი შეიძლება გაძლოს და მაშინაც კი, როცა კასრი ღვინოს არომატს აღარ ანიჭებს, მაინც შეუძლია არომატებისა და გემოების “დამრგვალება”. იშვიათი არაა, რომ მეღვინეები ნახმარ, მეორად კასრებს ჰყიდიან სხვა მეღვინეებს ღვინის დაძველებისთვის. “დიდი ალბათობაა იმისა, რომ წითელ ღვინოთა უმეტესობას, რომელთა დალევასაც მიჩვეული ხართ, გავლენა და არომატები სწორედ მუხის კასრიდან აქვთ. შეიძლება ღვინოებმა კასრებში დაძველების მიზნით 12 თვე გაატარეს ან, იშვიათ შემთხვევებში, მუხის ტოტები ჩაამატეს ღვინოში და მოგვიანებით გაფილტრეს. არომატები ყოველთვის სხვადასხვა და განსხვავებულია” - ვკითხულობთ სტატიაში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული