Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოლდოვა იაპონიის ბაზრით დაინტერესდა

მოლდოვის მთავრობის ვიცე-პრემიერმა და, ამავდროულად, ეკონომიკის მინისტრმა ვალერი ლაზერმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მთავრობის მიმართ, რომელმაც, მიწისძვრის მიუხედავად, მოლდოვას პარტნიორობის ფონდის ფარგლებში გრანტის სახით 20 მილიონი  ლეის დახარჯვის საშუალება მისცა. ,,ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ იაპონიის მთავრობა ვაჟკაცურად შეხვდა განსაცდელს და ჩვენი ვალია, გრანტს სწორი მიმართულება მივცეთ”, - განაცხადა მინისტრმა.

მოლდოვაში იაპონიის ელჩთან – ტადაში იზავასთან შეხვედრისას ვალერი ლაზერმა იაპონიის ღვინის ბაზარზე შესვლის სურვილიც გამოთქვა. კერძოდ, საუბარია წითელ ღვინოზე, რომელიც, როგორც ცნობილია, რადიაციული დასხივებისას ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა. იაპონიაში კი, როგორც ცნობილია, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ატომური სადგური ფუკუსიმა და რადიაციის საფრთხე მართლაც რომ რეალურია. შეგახსენებთ, რომ მოლდოვამ იაპონიას ტრაგედიის პირველ დღეებშივე გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება – 28 ათასი ბოთლი წითელი ღვინო.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული