Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მინაზე დატანილი ეტიკეტი

ღვინის მწარმოებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მათი პროდუქცია განსხვავებულად გამოიყურებოდეს. თუ ეტიკეტი გამორჩეულია, მყიდველიც იოლად იცნობს მათ პროდუქტს დახლზე მდგარ ათასობით ბოთლს შორის. უნდა აღვნიშნოთ, რომ მარკეტინგს თავისი კანონები აქვს. უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ავსტრალიური ღვინოები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, ამის მიზეზად კი ცხოველების გამოსახულებიან ეტიკეტებს ასახელებენ. მაგრამ დღეს უკვე ძალიან ძნელია, მყიდველი მხოლოდ ცხოველებიანი ეტიკეტით მოხიბლო, გინდ ხვლიკი ეხატოს, გინდ სიგარეტიანი კვატი, პინგვინი ანდაც კენგურუ. დღეს სხვა ტენდენცია შეინიშნება. მაგალითისთვის ავიღოთ ღვინო Forever Red. ბოთლის ზედა მხარეს ამშვენებს წარწერა Dearly Beloved, მის ქვემოთ კი ყვავილებისა და ფოთლების ორნამენტებით ადამიანის თავის ქალაა გამოსახული. თავად ღვინის სახელწოდება Forever Red  (სამუდამოდ წითელი), Forever Dead-ს (სამუდამოდ მკვდარს) ესიტყვება. ეტიკეტის ამ თემატიკას კი ბოლო წარწერა ასრულებს back to the very earth (დაბრუნება დედამიწაზე). ამ თემატიკის ეტიკეტი იმიტომ შეიქმნა, რომ კათოლიკურ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია ჰელოუინი, ესპანურენოვან ქვეყნებში კი – Dia de los - გარდაცვლილთა დღესასწაული.        

ეს ეტიკეტი იმითაც არის გამორჩეული, რომ screen-printing-ის მეთოდის გამოყენებით, პირდაპირ ბოთლზეა დატანილი. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი ზომის ეტიკეტის დამზადებაა შესაძლებელი და უფრო ეფექტურიცაა. მართალია, ასეთი ეტიკეტი, საქვეყნოდ აღიარებულ ქაღალდის ეტიკეტთან შედარებით, ბევრად ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ პროდუქციის რეკლამირებაში, ჯობს, ფული არ დავინანოთ. თუ რამდენიმე ათასი ბოთლის შეკვეთას მისცემთ, screen-printing-ის მეთოდით შექმნილი ეტიკეტი ქაღალდისაზე მხოლოდ რამდენიმე ცენტით ძვირი დაგიჯდებათ. screen-printing-ის მეთოდი ღვინის სხვა მწარმოებლებმაც გამოიყენეს. მაგალითად, The Argonaut -ის სოვინიონ ბლანის ბოთლზე მუცელფეხიანთა კლასის მოლუსკია გამოსახული, The Tentacle-ს შირაზის ბოთლზე კი - რვაფეხა. ამ ღვინოების ეტიკეტები და თავად ბოთლის ფერი ერთმანეთს საოცრად შეერწყა. ასეთ მშვენიერ ბოთლს გვერდს ვერ აუვლი ანუ მისია შესრულებულია – ეტიკეტმა მყიდველი მიიზიდა და კიდევ ერთი ბოთლი გაიყიდა.

© ღვინის კლუბი /Weekend



მოგესალმებით, მაინტერესებს შესაძლებელია, თუ არა მსგავსი ეტიკეტის დამზადება საქართველოში და თუ შესაძლებელია, რომელი კომპანიები ამზადებენ მსგავს ეტიკეტს? პატივისცემით გუჯა გიუნაშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.