Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მახე ღვინის მყიდველთათვის

როგორ გგონიათ, როცა პროდუქტს ფასდაკლებით ყიდულობთ, ყოველთვის ზოგავთ ფულს? ბრიტანელმა მარკეტოლოგებმა გაარკვიეს, რომ მაშინ, როცა სუპერმარკეტები თავიანთ კლიენტებს ვითომდა ხელსაყრელ ფასებს სთავაზობენ, სინამდვილეში საკმაოდ დიდ გაუგებრობაში ხვევენ. პორტალ mySupermarket-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიები ამა თუ იმ საქონელს ჩვეულებრივ უფრო იაფად ყიდიან, ვიდრე ფასდაკლებისას.

მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ Tesco-ს სუპერმარკეტებში ღვინო Ogio Pinot Grigio 5,49 გირვანქა სტერლინგად იყიდებოდა. გამყიდველები ირწმუნებოდნენ, რომ ეს მომგებიანი შემოთავაზება იყო, რადგან სასმელი ორჯერ ძვირი, 10,99 გირვანქა ღირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღვინო Tesco-ს მაღაზიებში 10,99 გირვანქად მხოლოდ 63 დღის განმავლობაში იყიდებოდა, 58 დღის განმავლობაში კი 4,99 გირვანქა ღირდა, ანუ იმაზე ნაკლები, რასაც კლიენტებს ფასდაკლებისას სთავაზობდნენ. ამავე ქსელში ღვინო Hardy's Legacy Shiraz  4,99 გირვანქა სტერლინგი ღირს – ეს თითქოსდა მართლაც ხელსაყრელი ფასია, რადგან მანამდე სასმელი 9,99 გირვანქად იყიდებოდა. მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ მარტის თვეში მისულ კლიენტს საშუალება ჰქონდა, ეს სასმელი სულ რაღაც 4 გირვანქად ეყიდა. ასეთივე “მომგებიანი” შემოთავაზებები აქვთ სხვა ბრიტანულ სუპერმარკეტებსაც - Sainsbury's, Asda, Waitrose და სხვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ფასდაკლებები ბრიტანეთში უკანონობად არ მიიჩნევა. მთავარია, ფასდაკლების გამოცხადებამდე ბოლო 28 დღის განმავლობაში ესა თუ ის პროდუქტი ფასდაკლებით შემოთავაზებულზე ძვირად იყიდებოდეს. ამის მიუხედავად, ბრიტანელები მაინც უკმაყოფილონი არიან და თავს მოტყუებულად მიიჩნევენ. სუპერმარკეტებში კი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნა დააკამაყოფილონ. Tesco-ში განაცხადეს: “ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ მომხმარებელს კონკრეტული ღვინო მოსწონს, ამიტომ ფასდაკლებების სერიას ისევ ვაგრძელებთ – კლიენტი ხომ არჩევანს არა მხოლოდ ხარისხის, არამედ ფასის მიხედვითაც აკეთებს.

Sainsbury's-ის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ღვინოზე ფასების ასეთი ცვალებადობა მოსავალზე, ტრანსპორტის ხარჯებსა და საერთო მოთხოვნაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, კომპანია დაუღალავად შრომობს, რომ ფასების ზრდა, შეძლებისდაგვარად, შეაჩეროს და კლიენტს უფრო ხელსაყრელი პირობები შეუქმნას.

Waitrose-ში კი განაცხადეს, რომ პორტალის გამოძიებას არ ენდობიან და მათი შედეგები კომპანიისათვის სრულიად უინტერესოა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.