Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"მასანდრას" ღვინოები

საზღვარგარეთის აუქციონებზე წარმატება მოიპოვა ყირიმის მეურნეობის, "მასანდრას" ღვინოებმა. წარმოდგენილი იყო ძველი ღვინოები რუსეთის ბოლო იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის სარდაფებიდან, ასევე "მასანდრას" თანამედროვე ღვინოები.

ვაჭრობები გამართა სააუქციონო სახლ "ბონემსმა" ლონდონში, სან-ფრანსისკოსა და ლოს-ანჟელესში. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე "მასანდრას" ღვინოები მონაწილეობდნენ ლონდონის სოთბის აუქციონზე, ხოლო ამერიკის სავაჭრო დახლებზე ისინი პირველად გამოჩნდნენ. "მასანდრას" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ამერიკული ბაზარი ღიაა ახალი ღვინოებისთვის. ამერიკელები მზად არიან, გასინჯონ და შეიყვარონ სხვადასხვა ქვეყნის ღვინოები, ხოლო ინგლისელებს აქაც კონსერვატულობა ახასიათებთ.

ლონდონში ყველაზე წარმატებულად გაიყიდა 1891 წლის წითელი პორტვეინი "ლივადია", ნიკოლოზ II-ის ბეჭდით. სასმელის საწყისი ფასი 5-6 ათასი დოლარი იყო და საბოლოოდ 9 ათასს მიაღწია.

ამერიკაში სენსაციურად, 1200 დოლარად, გაიყიდა 6 ბოთლიანი პორტვეინი - "თავად გოლიცინის მეშვიდე ცა", 2000 წლის მოსავლიდან. ამ მე-19 საუკუნის ღვინის რეცეპტი დაკარგული იყო და შემდეგ კვლავ აღადგინეს. "მასანდრას" წარმომადგენლები თანამედროვე ღვინის ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ელოდნენ.

მასანდრას ღვინოების კოლექცია ძალზედ მრავალფეროვანია. ის 1894 წელს შეიქმნა სპეციალურად ნიკოლოზ II-სთვის და მასში დღესაც ინახება მე-19 და მე-18 საუკუნეებით დათარიღებული სხვადასხვა ქვეყნების ღვინოები. ღვინოთეკა გინესის წიგნშიცაა შესული.

2005 წელს სწორედ ყირიმის მეღვინეებს დაევალათ პორტვეინის მომზადება გრინვიჩში გამართული 400 კაციანი საზეიმო ვახშმისთვის. ვახშამი ტრაფალგარის ბრძოლის 200 წლისთავს ეძღვნებოდა.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ყირიმში მასანდრას ღვინის ქარხნის გახსნის შემდეგ, თავადმა გოლიცინმა დაიწყო პორტვეინ "მარსალის" წარმოება. ეს სასმელი იმ დროისათვის უკვე მზადდებოდა სიცილიაში ინგლისური რეცეპტის მიხედვით და გადმოცემის თანახმად ადმირალი ნელსონის საყვარელი სასმელი გახლდათ.

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული