Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მთელი სიცოცხლე უფასო ლუდი – არც ისე იაფი სიამოვნებაა

ტეხასელი მოქალაქე აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს მთელი ცხოვრება უფასო ლუდით მოამარაგებს... ოღონდ ერთი პირობით! ახალბედა მეწარმეს, კერი ჰოდსონს, ლუდსახარში კომპანიის დაარსება სურს და პირობას დებს, რომ ვინც მის ახალწამოწყებულ ბიზნესს 2 ათას დოლარს შესწირავს, მთელი ცხოვრება უფასო ლუდი არ მოაკლდება. ბატონ კერის ამერიკული ოცნების ასასრულებლად სულ 30 ათასი დოლარი სჭირდება და ამ ფულის შესაგროვებლად საიტ сrowdbrewed.com-ს მიმართა. დღეისათვის მის ანგარიშზე უკვე 21 ათას დოლარზე მეტია გადარიცხული. მათ, ვისაც დიდი თანხის გადარიცხვის სურვილი და საშუალება არ გააჩნია, ბატონი კერი განსხვავებულ პირობებს სთავაზობს – მათ შეუძლიათ ნებისმიერი თანხა შესწირონ მომავალ მეწარმეს. შესაწირი თანხის რაოდენობა 10 დოლარიდან იწყება. მათ, ვინც 2 ათას დოლარს გაიმეტებს, ჰოდსონი კვირაში 4 დღე 3 ულუფა ლუდით გაუმასპინძლდება. თუმცა ჰოდსონი არ აკონკრეტებს, რა მოხდება, თუ საჭირო თანხას ვერ შეაგროვებს, ან მისი კომპანია გაკოტრდება. ჯერჯერობით გაურკვეველია, ასეთ შემთხვევაში როგორ შეასულებს ის ინვესტორებისათვის მიცემულ პირობას.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული