Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის ნაყინის რეკლამა ბავშვებისთვის სახიფათოა

ბრაზილიაში ხელისუფლებამ ბავშვებისა და მოზარდებისათვის სახიფათოდ მიიჩნია იმ ნაყინის რეკლამა, რომელსაც ლუდ Skol-ის გემო აქვს. კომპანიის მფლობელს ამის თაობაზე გაფრთხილებაც გაეგზავნა. ნაყინი Skolგასულ წელს ლათინურ ამერიკაში ლუდის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიაAmbev-მა გამოუშვა. ნაყინს ლუდის გემო კი დაჰკრავს, თუმცა ალკოჰოლს არ შეიცავს. მაკონტროლებელ ორგანოთა ყურადღება Skol-ის რეკლამამ მიიქცია, რომელზეც ლუდის ქილის მსგავს ჭურჭელში მოთავსებული ნაყინია გამოსახული და ასეთი სლოგანი ამშვენებს: “წავიდეთ ბარში ნაყინზე?” რეკლამითა და სლოგანით თავდაპირველად ის არასამთავრობო ორგანიზაცია აღშფოთდა, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიაში ეთიკის ნორმებს აკონტროლებს. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი რეკლამა მოზარდს ლუდის გასინჯვისაკენ უბიძგებს. თვითრეგულირების ეროვნულმა საბჭომ კომპანია Ambev-ს გაფრთხილება გაუგზავნა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი სანქცია არ მიუღია. კომპანიის წარმომადგენლები ამ ეტაპტზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული