Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის, ბეკონისა და ნაყინის კოქტეილი

ლუდი, ბეკონი და ნაყინი - ნუთუ შეიძლება სხვა ასეთი შეუსაბამო ინგრედიენტების შეხამება? სწორედ ამ პროდუქტებისგან დაამზადეს შესანიშნავი კოქტეილი ამერიკაში, ქალაქ პორტსმუთში. ბარ Custom House Coffee-ს ერთ-ერთი მეპატრონის - ჯორჯ დუმენის თქმით, ამ უნიკალური კოქტეილის შექმნის იდეა მის მეუღლეს - რეგის ეკუთვნის. ერთხელ, როცა ქალბატონი რეგი ლუდს ყიდულობდა,  გამყიდველმა, სხვათა შორის, თქვა, ხალხი ნებისმიერ კერძს ბეკონს უმატებსო. სწორედ ამ დროს გაუჩნდა რეგის აზრი, რომ ბეკონი მის საყვარელ ტკბილეულს, ნაყინსაც კი შეიძლებოდა მოხდენოდა. სწორედ ასე დაიბადა კოქტეილი Bacon Beer Float. ამ საოცარი კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: Berkshire Brewing-ის პორტერი, ვანილის ნაყინის სამი ბურთულა, კარამელისა და შოკოლადის სოუსები, შოკოლადმოსხმული ბეკონი, რომლითაც დაამშვენებთ კოქტეილს და, რა თქმა უნდა, ალუბლის კუნწულა, რომლითაც სასმისს გააფორმებთ. ამ საოცარი სასმლის დაგემოვნება ბარში 9 დოლარად შეიძლება.
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.