კვლევის ჯგუფ Plato Logic-ის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2012 წელს ლუდის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები 2,5%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2011 წლის მაჩვენებელზე 0,2%-ით ნაკლებია. Plato Logic-ის დირექტორის, იან პრესნელის განცხადებით, ლუდის გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი 2009 წელს 0,4%, 2010 წელს კი – 1,6% შეადგენდა. ისევე, როგორც 2011 წელს, 2012-შიც უცვლელი დარჩება ლუდის ოთხი გიგანტის: Anheuser-Busch InBev, SABMiller, Heineken, Carlsberg-ის პოზიციები. შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში ეს ოთხი კომპანია მსოფლიო ლუდის ბაზრის 50% იკავებს. ექსპერტთა აზრით, 2012 წელს ლუდის მწარმოებელი კომპანიების ათეული ასეთი იქნება: 1. Anheuser-Busch InBev 2. SABMiller3. Heineken4. Carlsberg5. Tsingtao6. Beijing Yanjing7. Mexico’s Modelo8. Molson Coors9. Japan’s Kirin10. Turkish Anadolu Efes.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი