Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლაფიტ ში კაო

ცნობილი ბორდოს ღვინოები აზიაში იმდენად პოპულარულია, რომ მშობლები შვილებს უკვე ბორდოს შატოების სახელებსაც კი არქმევენ.

ამ მხრივ განსაკუთრებული ინტერესი ჩინელებმა გამოიჩინეს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს მათ ქვეყანას მოევლინა 189 ლაფიტი, 63 ლატური, 17 მარგო და 2 ო’ბრიონი. საინტერესოა ისიც, რომ ჩინელები ამ სახელებს სქესის მიხედვით არ ყოფენ და არქმევენ როგორც გოგონებს, ისე ბიჭებს.

ეს ყველაფერი ძალიან სახალისო იქნებოდა, რომ არა ერთი სამწუხარო გარემოება. ფრანგული შატოების სახელებს თავიანთ შვილებს ძირითადად დაბალი ფენის ოჯახებში არქმევენ – ამით ისინი ცდილობენ, მდიდარი ნათესავების ყურადღება მიიქციონ. ჩინეთში ასეთი ტრადიციაა – როცა ბავშვი იბადება, ნათესავები მას ძვირფას საჩუქარს ჩუქნიან. ასე რომ, მშობლებს იმედი უჩნდებათ, თუ შვილს ამა თუ იმ შატოს სახელს დაარქმევენ, საჩუქრად ამავე სახელწოდების ძვირფას ფრანგულ ღვინოს მიიღებენ. თუმცა ეს ღვინოები საკუთარი სიამოვნებისათვის სულაც არ სჭირდებათ. ამ გზით მიღებულ ფრაგულ ღვინოებს ძირითად ყველა ყიდის, რომ ოჯახის ბიუჯეტი ცოტათი მაინც გაზარდოს.

დღეისათვის არც ერთ მდიდარ ჩინურ ოჯახში არ დაურქმევიათ შვილისთვის ფრანგული შატოს სახელი. თუმცა ეს ტენდენცია იმდენად მოდური ხდება, რომ შეიძლება მალე ჩინელი წარჩინებულის ოჯახშიც ვიხილოთ ბავშვი, სახელად ლატური ან პეტრუსი. 

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.