Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კათოლიკური ბარი "იოანე-პავლე II"

რომის ცენტრში უცნაური ბარი გაიხსნა - მის კედლებს გიგანტური ჯვარცმა და ბიბლიური ციტატები ამშვენებს. მიწისქვეშა სამლოცველოში განთავსებული ამ დაწესებულების მფლობელი კათოლიკე მღვდელი გახლავთ. ბარის დასახელებაც - "იოანე-პავლე II" მის ინტერიერს სრულიად შეესაბამება.

"ჩვენ აქ არაყს არ ვყიდით", - აცხადებს ბარმენი მარკო მინკალია. სამაგიეროდ, ბარის კლიენტებს უშურველად სთავაზობენ ლუდს და მრავალნაირ მისაყოლებელს. ბარის შვეიცარი მასიმო კამუსი ამბობს: "ამ ბარში იკრიბებიან, სვამენ, საუბრობენ კათოლიკურ ეკლესიაზე და ისმენენ კათოლიკურ მუსიკას. ჩვენ გვიყვარს "იოანე-პავლე II".
ეს კათოლიკური ბარი არ არის სასმელის მოყვარულთა თავშეყრის ერთ-ერთი მორიგი ადგილი, ეს არის საეკლესიო კამპანიის - "იესო ცენტრში" - ნაწილი. მოცემული პროექტი ითვალისწინებს მისიონერული საქმიანობის წარმოებას იმ მოზარდთა შორის, რომლებიც საღამოობით რომის ცენტრში იკრიბებიან.
"კამპანიის არსი შემდეგში მდგომარეობს - რომის ახალგაზრდობას მიეცეს თვითგამოხატვის საშუალება, მოისმინონ და მათაც მოუსმინონ, ცოტაც დალიონ, ისე, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას", - განმარტა მაურიციო მირილიმ, რომელიც კათოლიკე მღვდელი და ამავდროულად, ბარის მეპატრონეა.
"აუცილებელია ბარის სტუმრებს ესმოდეთ, მათ აქ თრობის უფლებას არ მისცემენ. ჩვენს ბარში გარკვეული წესებია. თქვენ აქ გასართობად მოდიხართ, ამიტომ შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ ზომიერად. გართობისთვის დათრობა არ არის აუცილებელი" - ამბობს მოძღვარი.
ბარის რომის ერთ-ერთ ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მოდური ტანსაცმელის მაღაზიებითა და ელიტური ბარებით. ამგვარ მეზობლებთან კონკურენცია, მოგეხსენებათ, მარტივი საქმე არ გახლავთ, ამიტომ "იოანე-პავლე II" არა მხოლოდ სულიერებაზე ქადაგებით აპელირებს, ფასებსაც ამცირებს: ბარში ლუდის ფასი, ქალაქის ცენტრში მდებარე სხვა ანალოგიურ დაწესებულებებთან შედარებით, დაბალია.
ასეთი მონდომების მიუხედავად, ბარი ჯერ კიდევ არ არის პოპულარული ახალგაზრდებს შორის. მის გახსნას, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, სულ რამდენიმე სტუმარი ესწრებოდა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.