Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიელები ძველრომაულ ღვინოს დააყენებენ

იტალიელმა არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, ზუსტად ისეთი წითელი ღვინო დაწურონ, როგორსაც ძველი რომაელები მიირთმევდნენ. იტალიის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანადგომით, კატანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიცილიაში ვენახი უკვე გააშენეს და ოთხ წელიწადში მოსავალსაც ელიან.

მეცნიერები ღვინოს იმ ტექნოლოგიით დააყენებენ, რომელიც ძველ ჩანაწერებშია აღწერილი. არქეოლოგი დანიელე მალფიტანა აღნიშნავს, რომ მართალია, მას და მის კოლეგებს ურჩევნიათ უშუალოდ გათხრებზე იმუშაონ, მაგრამ ისინი ამ გზით ცდილობენ, საზოგადოებას არქეოლოგიისადმი ინტერესი გაუღრმავონ.

მეღვინეები ვარაუდობენ, რომ “ძველრომაული” ვენახიდან პირველ მოსავალზე მხოლოდ 70 ლიტრი ღვინო დაიწურება. ვაზის მოვლისას ხომ ნებისმიერი თანამედროვე ქიმიკატის გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, ნიადაგსაც ისეთივე ხის იარაღებით დაამუშავებენ, როგორსაც ძველი რომაელები იყენებდნენ.

ძველრომაულ ღვინოს ტექნოლოგები არა კასრებში, არამედ თიხის უზარმაზარ ჭურჭელში დააყენებენ, რომელიც შიგნიდან თაფლის სანთლით იქნება გაპოხილი. ვიდრე ღვინო დადუღდება, ჭურჭელი თავმოხდილი იქნება, შემდეგ კი საგულდაგულოდ დალუქავენ.

მეცნიერ მარიო ინდელიკატოს თქმით, ფერმენტაციის დასაჩქარებლად ისინი არანაირ დანამატს არ გამოიყენებენ. ყურძნის ნაჟური თავად დადუღდება. “ამას შეიძლება ვუწოდოთ ექსპერიმენტული არქეოლოგია,” – აღნიშნავს მეცნიერი. ამ პროექტზე მუშაობისას არქეოლოგები ცნობილი რომაელი პოეტის - ვერგილიუსის “გეორგიკებით” და ლუციუს კოლუმელას რჩევებით ისარგებლებენ. კოლუმელა ხომ ერთ-ერთი უძველესი ავტორია, რომელიც სოფლის მეურნეობის შესახებ წერდა და რომლის რჩევებიც მეღვინეობაში XVII საუკუნემდე აქტიურად გამოიყენებოდა. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მეღვინეობის რომაული ტექნოლოგია სიცილიაში რამდენიმე ათეული წლის წინათაც გამოიყენებოდა. ეს რომაელთა საოცარ განვითარებაზე მიუთითებს,” – აღნიშნავს ბატონი ინდელიკატო. მისივე თქმით, ადგილობრივი გლეხები ისეთივე თოხს იყენებდნენ, როგორიც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ რომაელთა ხანიდან ყურძნის ბევრი ის ჯიში დაიკარგა, რომელიც ძველ წყაროებშია ნახსენები. ამიტომ არქეოლოგები იძულებულნი არიან, ვერგილიუსისა და კოლუმელას რჩევებში შესწორება შეიტანონ.

ინდელიკატო იმასაც აღნიშნავს, იმისთვის, რომ ღვინო ზედმეტად მჟავე არ გამოსულიყო, რომაელები თაფლს იყენებდნენო. გარდა ამისა, აყენებდნენ უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რომელსაც მხოლოდ დიდებულები მიირთმევდნენ, დაბალი ფენისათვის კი შედარებით უხარისხსო ღვინო იწურებოდა.

საუკუნეების განმავლობაში რომის მკვიდრთა სმის ჩვევა-მანერაც კი შეიცვალა. დღეს იტალიელები ზომიერად მიირთმევენ ღვინოს, თანაც აუცილებლად კერძს აყოლებენ. ძველ რომში კი განსაკუთრებული მიზეზი სულაც არ იყო საჭირო, რომ დაუსრულებელი სმა გაჩაღებულიყო. ერთ დროს ხელისუფლებამ ვენახების გაშენებაც კი აკრძალა, რადგან ხალხი  ხორბლის ნაცვლად ყურძენს რგავდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული