გამოქვეყნებულია: 16 ივლისი, 2009 - 14:32
ყურძნის რეალიზაციაში გლეხებს მაღალი ტექნოლოგიები დაეხმარება
მთავრობა ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მევენახეებისათვის სპეციალურ ვებ-გვერდს შექმნის. როგორც კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განაცხადა, სპეციალურ ვებ-გვერდზე კახეთის ყველა რაიონის მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია დაიდება.
"ვებ-გვერდზე განთვათავსებთ ინფორმაციას თუ რა სახის ყურძენი აქვს თითოეულ გლეხს გასაყიდი. ყურძნის შესყიდვის ნებისმიერ მსურველს კი შეეძლება ინდივიდუალურად დაუკავშირდეს მევენახეს“-ამბობს ღვინიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან შეხვედრის დროს კი განაცხადა, რომ ქართველმა გლეხმა და მეღვინემ უნდა იცოდეს, რომ მისი კონკურენტი არა საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანია, არამედ ავსტარლიელი და სხვა რომელიმე ქვეყნის მეღვინეა. „ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს გლეხებს და ფერმერებს კონკურენტულ გარემოში მუშაობა და თანამედროვე ტექნოლოგიები“–დასძენს პრეზიდენტი.
„თბილღვინოს“ ხელმძღვანელის ზურაბ მარგველიშვილის შეფასებით, ვებ–გვერდის შექმნა მეღვინეებს დაეხმარება, თუმცა საიტზე კვალიციფიური სპეციალისტის მიერ შედგენილი ინფორმაცია უნდა განთავსდეს. „ჩვენ გამოვიყენებთ საიტს და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა მთავარია რომ ხარისხის ნიშანი დაცული იყოს. თუ ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ყურძნისთვის გაცემული პასპორტებისა და ხარისხის მიხედვით განთავსდება, მაშინ ეს ფალსიფიკაციის გამორიცხვის ერთ–ერთი მეთოდია“–აღნიშნავს მარგველაშვილი.
”თელავის ღვინის მარნის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე ზურაბ თამაზაშვილიც მიიჩნევს, რომ ვებ–გერდის შექმნა როგორც მეღვინეებს ისე გლეხებს დაეხმარება. „რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, მით უკეთესია, გლეხს ეძლევა საშუალება საკუთარი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს, მეღვინეს და დაინტერესებულ პირს კი მეტი არჩევანის საშუალება ექნება“–დასძენს თამაზაშვილი.

რადიო “კომერსანტი”
თქვენი კომენტარი