2007-06-05
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N23-24, 30.06.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველო განეკუთვნება მაღალხარისხოვანი მევენახეობა- მეღვინეობის ზონას.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის, მათ შორის, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების, წარმოებას, რეალიზაციას, შენახვას, ტრანსპორტირებას, ექსპორტსა და იმპორტს.“.
3. მე-3 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამრეწველო ვენახი – სამრეწველო დანიშნულების ვაზის ნარგაობა;“;
ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) მევენახეობის ზონა – ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია ვაზის კულტურის გასაშენებლად;“;
გ) „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) მხარის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ქვეყნის მევენახეობის რომელიმე მხარეში, რაც გულისხმობს ყურძნის დამზადებასა და გადამუშავებას ამ მხარეში, რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია ან/და სხვა მახასიათებლები დაკავშირებულია ამ მხარის ბუნებრივ კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან და რომელსაც მიკუთვნებული აქვს ამ მხარის გეოგრაფიული ან ისტორიული სახელი, რომელიც არ შეიძლება იმეორებდეს ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების დასახელებას ან იძლეოდეს მასთან აღრევის საშუალებას;
ა.ბ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოები – სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებსაც მიკუთვნებული აქვთ ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;
ა.გ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია სპეციფიკურ ზონაში (ყურძნის დამზადება-გადამუშავება და ღვინის წარმოება), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ სპეციფიკური ზონის ბუნებრივი კლიმატური და ნიადაგობრივი ფაქტორებით (ტერუარით) და ვაზის ჯიშის მხოლოდ ამ აგროეკოლოგიურ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით, რომელიც მზადდება ტრადიციული ან სპეციალური ტექნოლოგიით და რომელსაც მიკუთვნებული აქვს ამ სპეციფიკური ზონის თანამედროვე ან ისტორიულ-გეოგრაფიული სახელი;“;
დ) „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება 4,0 გ/ლ-ს;
ა.ვ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ბუნებრივად ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით;
ა.ზ) ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები – ღვინოები, რომლებიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული ან სრული დადუღების გზით და რომლებშიც შაქრიანობის გაზრდის მიზნით დამატებულია ყურძნის ტკბილი ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი;“;
ე) „ა.თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) „ა.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ფ) შაქრიანობა – დაშლილი (რედუცირებული) შაქრების მასის კონცენტრაცია;“;
ზ) „ა.შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.შ) კუპაჟი – სხვადასხვა ღვინოების ან/და ყურძნისეული წარმოშობის სხვადასხვა სპირტების, აგრეთვე მეღვინეობაში გამოსაყენებლად ამ კანონით ნებადართული კომპონენტების შერევა;“;
თ) „ა.ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ჰ) შეტყობინება – მეწარმის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;“;
ი) „ა.ჰ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ჰ1“–„ა.ჰ4“ ქვეპუნქტები:
„ა.ჰ1) ფალსიფიკაცია – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების თვისობრიობის, მახასიათებლებისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან, არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით;
ა.ჰ2) ლოტი – მზა პროდუქციის იდენტიფიკაციის მიზნით ბოთლებში ჩამოსხმული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია, რომელსაც ენიჭება სპეციალური ნომერი (კოდი), რომელიც გამოისახება ეტიკეტზე;
ა.ჰ3) შესაბამისობის დეკლარაცია – ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია ინფორმაცია წარმოებული პროდუქციის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ და მწარმოებლის რეკვიზიტები;
ა.ჰ4) ღვინის სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი – ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი, სადაც არის ალკოჰოლიანი სასმელის შენახვისათვის შესაფერისი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს ღვინის ხარისხის შენარჩუნებას.“.
4. 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31
1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“ (შემდგომში – „სამტრესტი“).
2. „სამტრესტის“ კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. „სამტრესტის“ სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. „სამტრესტი“ თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და დებულების საფუძველზე.
5. „სამტრესტი“ ზედამხედველობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვას და მათი დარღვევისას ატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
6. „სამტრესტი“ ზედამხედველობს ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებას.
7. „სამტრესტი“ ადგენს და აწარმოებს ვენახის ფართობებისა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკას (საინფორმაციო ბანკს).“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 მუხლები:
„მუხლი 32
1. „სამტრესტს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. „სამტრესტის“ თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. „სამტრესტის“ თანამშრომელთა შერჩევა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება კონკურსის წესით.
მუხლი 33
1. დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „სამტრესტს“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სამტრესტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
1. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოიცავს ვაზის აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს.
2. ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შევსება ახალი ჯიშებით ხორციელდება დაინტერესებული პირის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
7. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-7–მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და ქვეზონები:
ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი);
ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი);
გ) მესხეთი;
დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი);
ე) რაჭა-ლეჩხუმი (ქვეზონები: რაჭა, ლეჩხუმი);
ვ) შავი ზღვის სანაპირო ზონა (ქვეზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი).
2. საქართველოს მევენახეობის ზონებსა და ქვეზონებში ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 8
1. საძირეთა და სანამყენეთა სადედეები შენდება მხოლოდ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში შემავალი, ჯიშობრივად და ფიტოსანიტარიულად სუფთა ვაზის ჯიშის ნერგისაგან.
2. მყნობისათვის დასაშვებია მხოლოდ აპრობირებული (სელექცირებული) საძირისა და სანამყენე მასალის გამოყენება.
3. ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოების ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
მუხლი 9
სამრეწველო ვაზის ნერგის, საძირისა და სამყნობი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება ხორციელდება ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
მუხლი 10
ვენახი იყოფა მოყვარულთა, სპეციალური დანიშნულებისა და სამრეწველო ვენახებად.
მუხლი 11
სამრეწველო ვენახის გასაშენებლად აკრძალულია იმ ჯიშების გამოყენება, რომლებიც არ შედის დადგენილ ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.“.
9. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამრეწველო ვენახის გაშენება ნებადართულია მხოლოდ ნამყენი ნერგით.“.
10. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13
1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა რეგლამენტირებულია.
2. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობის რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
11. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ღვინოების წარმოების ზოგად წესებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს ადგენს ეს კანონი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.
12. მე-15–მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
1. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:
ა) ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად;
ბ) ღვინის წარმოება ჭაჭისაგან, ლექისა და ქიშმიშისაგან;
გ) გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში;
დ) წყლის დამატება ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილი ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციისათვის, გარდა სპირტიანი სასმელებისა;
ე) სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.), ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი საბრენდე სპირტისა;
ვ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა;
ზ) ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა;
თ) გლიცერინისაგან, მღებავი ნივთიერებებისაგან, ესენციებისაგან ან/და სხვა არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება;
ი) ღვინოპროდუქციისათვის იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის ნებადართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.
3. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებაზე, რეალიზაციაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს „სამტრესტი“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
4. ყველა კატეგორიის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის ზღვრიდან გადახრა დასაშვებია მხოლოდ +/-0,4 მოცულობითი პროცენტი სპირტშემცველობის ფარგლებში.
მუხლი 16
1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
ა) სპეციფიკურ ზონას;
ბ) ვაზის ჯიშს;
გ) კულტივირების (ტრადიციულ და ეკოლოგიურ) მეთოდებს;
დ) ღვინის დაყენების მეთოდს;
ე) ბუნებრივი მოცულობითი სპირტშემცველობის მინიმალურ ზღვარს;
ვ) ყურძნის ან/და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან;
ზ) ფიზიკურ-ქიმიურ ანალიზს და ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს.
2. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
ა) ადგილწარმოშობის დასახელების მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებს;
ბ) ადგილწარმოშობის დასახელების შემაგრებულ ღვინოებს (ა.დ.შ.);
გ) ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა ღვინოებს (ა.დ.ც.).
მუხლი 17
1. თითოეული სპეციფიკური ზონის საზღვრები უნდა იყოს ზუსტად დადგენილი (დემარკირებული) ვენახის ცალკეული ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის გამოკვეთით და იმ ფაქტორების (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება და ექსპოზიცია (ტერუარი)) გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებს ამ სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს.
2. ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვრებში ან სპეციფიკური ზონის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ახალი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის გამოყენების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ამ პირს ექნება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესს განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
4. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია მხოლოდ ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტის მევენახეობის ამ ზონისათვის ან ქვეზონისათვის დამტკიცებული ვაზის ჯიშების გაშენება.
5. სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 5 წლისა ამ სპეციფიკურ ზონაში დასაშვებია ვაზის იმ ჯიშების არსებობაც, რომლებიც არ შედის ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში.
6. თუ სპეციფიკური ზონის დასახელების რეგისტრაციიდან 5 წლის შემდეგ ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ ვენახში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, აკრძალულია ასეთ ვენახში მოწეული ყურძნისაგან წარმოებული ღვინისათვის ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის სტატუსის მინიჭება.
მუხლი 18
1. სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის ან ღვინის გამოყენება, რომელიც მოწეულია ან მიღებულია მევენახეობის იმავე ზონის სხვა სპეციფიკურ ზონაში ვაზის იმავე ფერის (მხოლოდ ვიტის ვინიფერას ფარგლებში) სტანდარტული ჯიშებისგან.
2. სპეციფიკურ ზონაში მოწეული ყურძნის გადამუშავება, ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დასაშვებია ამ სპეციფიკური ზონის გარეთაც, მხოლოდ მევენახეობის იმავე ზონის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
13. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.“.
14. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის წარმოებისა და შენახვის ადგილებზე „სამტრესტი“ აღრიცხავს ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის კატეგორიისათვის განკუთვნილ ღვინოებს რთველის მომდევნო წლის 1 იანვრის მდგომარეობით.“.
15. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
1. სამომხმარებლო ბაზარზე აკრძალულია:
ა) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების და ღვინის ბრენდების რეალიზაცია:
ა.ა) შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე;
ა.ბ) დაფასოების გარეშე;
ა.გ) მშრალი და შემაგრებული ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის 1 აგვისტომდე;
ა.დ) ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის 31 იანვრამდე;
ბ) ცქრიალა ღვინოების რეალიზაცია:
ბ.ა) ბოთლის მეთოდით წარმოებულისა – ტირაჟიდან არანაკლებ 9 თვის გასვლამდე;
ბ.ბ) რეზერვუარული მეთოდით წარმოებულისა – მეორადი ალკოჰოლური დუღილის დაწყებიდან არანაკლებ 6 თვის გასვლამდე;
ბ.გ) თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის კატეგორიის, მარკის, დასახელებისა და მოსავლის წლის მითითების გარეშე.
2. ღვინის ბრენდების ჩამოსასხამი სახით რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე აკრძალულია.
3. სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით რეალიზაცია ღვინის სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეგულირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 22
1. ხარისხის მიხედვით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ქართული ცქრიალა ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ცქრიალა ღვინო;
ბ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა (ა.დ.ც.) ღვინო.
2. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ცქრიალა ღვინოების ტიპები შაქრიანობის მიხედვით (შაქრიანობა რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტით) განისაზღვრება შემდეგი ტერმინებით:
ა) ბრიუტი;
ბ) ძლიერ მშრალი;
გ) მშრალი;
დ) ნახევრად მშრალი;
ე) ნახევრად ტკბილი;
ვ) ტკბილი.
3. ადგილწარმოშობის დასახელების ცქრიალა (ა.დ.ც.) ღვინოებზე ვრცელდება ამ კანონის მე-16–21-ე მუხლებით დადგენილი პირობები.“.
16. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჭირო ტიპის ცქრიალა ღვინის მისაღებად ნებადართულია საექსპედიციო ლიქიორის დამატება მხოლოდ:
ა) ცქრიალა ღვინის ბოთლის მეთოდით წარმოებისას – წაყელვის ოპერაციის დამთავრებისთანავე;
ბ) ცქრიალა ღვინის რეზერვუარული მეთოდით წარმოებისას – მეორადი ალკოჰოლური დუღილის დამთავრების შემდეგ ცქრიალა ღვინის რეზერვუარში ან უშუალოდ ბოთლებში ჩამოსხმის დროს.“.
17. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული შუშხუნა ღვინოების ტიპები შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ტერმინებით:
ა) მშრალი;
ბ) ნახევრად მშრალი;
გ) ნახევრად ტკბილი;
დ) ტკბილი.“.
18. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ყურძნის არაყი – „ჭაჭა“;
გ) მაგარი სასმელი;
დ) ლიქიორი და ნაყენი.“.
19. 26-ე და 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
1. საბრენდე ღვინის მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9,0%-ზე ნაკლები, ხოლო ტიტრული მჟავიანობა – 5 გ/ლ-ზე ნაკლები.
2. საბრენდე სპირტში აქროლადი მჟავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 გ/ლ-ს.
3. საბრენდე სპირტების გამოსახდელად დასაშვებია მხოლოდ საბრენდე ღვინის გამოყენება.
მუხლი 27
1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის და ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:
ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ღვინის ბრენდი ძველი;
გ) ღვინის ბრენდი ძალიან ძველი;
დ) ღვინის ბრენდი საკოლექციო.
2. ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ, გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე დავარგებული საბრენდე სპირტებისგან, კერძოდ:
ა) ღვინის ბრენდი სამწლიანი – არანაკლებ 3-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
ბ) ღვინის ბრენდი ოთხწლიანი – არანაკლებ 4-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
გ) ღვინის ბრენდი ხუთწლიანი – არანაკლებ 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.
3. ღვინის ბრენდებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი დასახელებები. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკი. ეტიკეტზე ვარსკვლავების გამოყენების შემთხვევაში მათი რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის დავარგების ასაკს.
4. მაღალი ხარისხის ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში, არანაკლებ 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან და მას უნდა ჰქონდეს საკუთარი დასახელება.
5. საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდის შემდეგი ჯგუფები:
ა) I ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 6-7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
ბ) II ჯგუფი – ძველი, უმაღლესი ხარისხის, რომელიც მზადდება 8–10-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
გ) III ჯგუფი – ძველი, რომელიც მზადდება 10–20-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან;
დ) IV ჯგუფი – ძალიან ძველი, რომელიც მზადდება 20- ან მეტწლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისგან.
6. I ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 5-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. II ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 6-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. III ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 7-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით. IV ჯგუფის ღვინის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟში 8-წლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არა უმეტეს 10%-ის ოდენობით.
7. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის ბრენდს მიეკუთვნება ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის საბრენდე სპირტებისაგან დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინის ბრენდი, რომლის ასაკია არანაკლებ ექვსი წელი.
8. საკოლექციო ღვინის ბრენდად ითვლება I, II, III და IV ჯგუფების ღვინის ბრენდები, რომლებიც კუპაჟისშემდგომი დასვენების შემდეგ მუხის კასრებში ან ბუტებში გააგრძელებს დავარგებას არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.“.
20. 29-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ. დასაშვებია ჭაჭაზე მშრალი ღვინის ლექის დამატება. მიღებულ დისტილატში სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 86 მოცულობით პროცენტს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ქართულ ტრადიციულ დასახელებას „ჭაჭა“ შეიძლება დაემატოს მევენახეობის შესაბამისი მხარის, ზონის ან ქვეზონის დასახელება.“.
21. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31
1. სარეალიზაციოდ ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:
ა) პროდუქციის სახელწოდებას;
ბ) ნომინალურ მოცულობას;
გ) ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას;
დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო“;
ე) მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელებას;
ვ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის შემთხვევაში –აღნიშვნას „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“;
ზ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინო“ (ან „ა.დ.კ.“) და წარმოშობის ადგილის (სპეციფიკური ზონის) დასახელებას ცალკე ან ამ აღნიშვნასთან ერთად;
თ) აღნიშვნას „ქართული ღვინო“;
ი) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში – შესაბამის აღნიშვნას: „ცქრიალა ღვინო“, „შუშხუნა ღვინო“, „შემაგრებული ღვინო“, „არომატიზებული ღვინო“;
კ) მწარმოებლის დასახელებას;
ლ) ჩამომსხმელის დასახელებას, თუ პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია;
მ) ლოტის ნომერს (ნებადართულია, აღინიშნოს კონტრეტიკეტებზე).
2. ღვინის ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული საბრენდე სპირტის საშუალო ასაკი.
3. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი წარმოების ადგილზე.
4. ექსპორტირებისას პროდუქციის ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა „დამზადებულია საქართველოში“.
5. „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე „სამტრესტის“ მიერ დაიტანება სპეციალური ჰოლოგრამა აღნიშვნით „მოწონებულია“.“.
22. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექსპორტირებისათვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმებისას ეტიკეტზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაციის მითითება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი იურიდიული ან ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად.“.
23. 332 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 332
1. ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების სერტიფიცირება სავალდებულოა.
2. სუფრისა და მხარის ღვინოების, აგრეთვე მაგარი ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში საკმარისია შესაბამისობის დეკლარაცია (აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის გამოცდის ოქმის საფუძველზე).
3. დეგუსტაცია სავალდებულოა ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად, ხოლო დანარჩენი ღვინოების შემთხვევაში დეგუსტაცია ნებაყოფლობითია და მას დაკვეთის საფუძველზე ახორციელებს „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.
4. საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციას ახორციელებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.
5. ექსპორტიორი ვალდებულია, სერტიფიცირებული პარტიის საექსპორტოდ გამზადების შესახებ ექსპორტირებამდე 3 დღით ადრე შეატყობინოს „სამტრესტს“, რის შემდეგაც „სამტრესტი“ იღებს გადაწყვეტილებას რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღების თაობაზე.
6. ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილი ნიმუშების შემოწმების მიზნით „სამტრესტი“ უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს ნიმუშები და გადასცეს საგამოცდო ლაბორატორიას ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან შესადარებლად. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე აკრძალულია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტირება ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება.
7. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციის შესაბამისი ნიმუში, ხოლო საგამოცდო ლაბორატორიამ გასცა ყალბი ოქმი, ლაბორატორიას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
8. თუ მწარმოებელმა/განმცხადებელმა საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგინა სერტიფიცირებულ პარტიაში განთავსებული პროდუქციისაგან განსხვავებული ნიმუში, მწარმოებელს/განმცხადებელს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს აანაზღაურებს ყალბი ოქმის გამცემი ლაბორატორია.
10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეფერენტული ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს აანაზღაურებს მწარმოებელი/განმცხადებელი.“.
24. 335 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის, სავალდებულო შეტყობინების, ეტიკეტირების წესების დარღვევა, ყურძნისეული პროდუქციის ფალსიფიკაცია იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6–მე-8 პუნქტები:
„6. ფალსიფიცირებულად ჩაითვლება ღვინოპროდუქცია, თუ:
ა) მას დამატებული აქვს ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის დაშვებული კანონით ან/და ნებადართული ტექნიკური რეგლამენტით, ან პირდაპირ აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
ბ) მისი წარმოების პროცესში გამოყენებულია დამუშავების ისეთი მეთოდი, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით;
გ) მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით მის ეტიკეტზე ან თანმხლებ დოკუმენტებში ადგილწარმოშობის დასახელება და სასაქონლო ნიშანი გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
7. გამოვლენილი ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებისათვის საწარმოს ხელმძღვანელსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
8. ფალსიფიცირებული პროდუქცია ამოღებული უნდა იქნეს სავაჭრო ქსელიდან და საწარმოდან. მისი შემდგომი გადამუშავების ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიისა და „სამტრესტთან“ შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის დასკვნების საფუძველზე.“.
25. XII4 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XII4. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 336
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2008 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) „სამრეწველო ვაზის ნერგის, ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების სერტიფიცირების წესი“;
ბ) „ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების, ყურძნისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის რეგლამენტები და დანაკარგების რეგლამენტური ნორმები“;
გ) „მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ტექნოლოგიურ პროცესებსა და აშრობაზე დანაკარგების ნორმები“;
დ) „ღვინოპროდუქციის ფალსიფიკაციის გამოვლენის წესი“;
ე) „ყურძნისეული წარმოშობის მაგარი სასმელების დამზადებისა და პარამეტრების რეგლამენტირების წესი“;
ვ) „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესი“;
ზ) „სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით ღვინის სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეალიზაციის წესი“;
თ) „ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესი“.
2. 2012 წლის 1 აპრილამდე ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინოების ჩამოსხმა ნებადართულია მევენახეობის იმავე ზონის გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ფარგლებში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები.“.
26. XIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 34
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის 332 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 5 ივნისი.
თქვენი კომენტარი