Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდოელი ქალები წითელ ღვინოს ამჯობინებენ

ღვინის მოხმარება ინდოეთში, მათ შორის ქალთა შორის, დღითიდღე იზრდება. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ღვინის მოხმარებამ ქვეყანაში თითქმის 25%-ით მოიმატა - ასეთ მონაცემებს ავრცელებს მარკეტინგული კომპანია Mindpower Solutions. 2005 წელს ინდოელებმა დახლოებით 620 ათასი კეისი ღვინო შესვეს, 2011 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,33 მილიონ კეისს გაუტოლდა. ექსპერტთა ვარაუდით, 2015 წლისთვის ინდოელები წელიწადში 6,88 მილიონ კეის ღვინოს მოიხმარენ. კეთილშობილი სასმლის მომხმარებელთა შორის დიდი აქტიურობით გამოირჩევიან ქალები - უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ღვინის დამფასებელ ინდოელ ქალთა რაოდენობა 28,7%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა მამაკაცთა რაოდენობა მხოლოდ 17,3%-იან მატებას უჩვენებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით ბევრი ღვინის მოყვარული ქალბატონი ცხოვრობს ქალაქებში. როგორც აღმოჩნდა, ინდოელი ქალები ღვინის სმის ჩვევას სოციალურ სტატუსთან აიგივებენ, დღეს კი სულ უფრო მეტი ქალი ხდება ფინანსურად დამოუკიდებელი. მათ საშუალება აქვთ, თავს რესტორანსა თუ ბარში მეგობრებთან ერთად გართობისა და ალკოჰოლური სასმელების დალევის უფლებაც მისცენ. მთლიანად ინდოეთში მოხმარებული ღვინის 51% წითელ ღვინოზე მოდის. ინდოელ ქალთა ორი მესამედი სწორედ ამ ტიპის ღვინოზე აკეთებს არჩევანს, რადგან თვლის, რომ წითელი ღვინო შესანიშნავი ანტიოქსიდანტია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.